27 ივნისი, 2014
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა ევროპული ცივილიზაციისკენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც ევროპა, და კერძოდ, ევროკავშირი წარმოადგენს დემოკრატიის, თავისუფლების, სამართლიანობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საერთო სივრცეს. ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ანიჭებს ევროპულ ოჯახთან მჭიდრო მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მაღალ ხარისხს. მისი სათანადოდ გამოყენება ქვეყანას დაეხმარება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სამეცნიერო დარგების განვითარებაში. მოიზიდავს ინვესტიციებს, გააღრმავებს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და სხვა მრავალ სფეროში. შეთანხმება გზას გაუხსნის ქართული ნაწარმისა და მომსახურების ექსპორტს ევროპის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირის ქვეყნებში. ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას და თავის მხრივ წვლილს შეიტანს არსებული კონფლიქტების დარეგულირების საქმეში.
ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველო შედის განვითარების ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს ძირეული რეფორმების გატარებას სხვადასხვა სფეროში, ახალ გამოწვევებსა და ვალდებულებებს. შეთანხმების დებულებების შესრულება შექმნის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა იგრძნონ მეტი პასუხისმგებლობა და გაერთიანდნენ საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ეროვნული პლატფორმა ულოცავს მთელს საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას და უსურვებს წარმატებით სვლას განვითარებისა და კეთილდღეობის ევროპულ გზაზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი
2. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევისფონდი
3. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
5. ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
6. ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”
7. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება
8. ასოციაცია ,, დეა”
9. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
11. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციურიგანვითარებისთვის
12. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
13. “მეწარმე ქალთა ფონდი”
14. ადამიანის უფლებათა ცენტრი
15. ”დემოკრატიის ინსტიტუტი”
16. მედიის განვითარების ფონდი
17. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
18. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
19. ფონდი “კავკასიის ეკოლოგია”
20. ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
21. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”
22. ენერგოეფექტურობის ცენტრი
23. კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”
24. ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”
25. კვლევების, ტექნოლოგიების და ინოვაციების საერთაშორისო ცენტრი
26. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
27. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”
28. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი
29. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
30. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
31. საქართველოს მწვანეთ მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
32. ასოციაცია”ქალი და ბიზნესი”
33. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
34. “კავკასიური სახლი”
35. ასოციაცია “ტოლერანტი”
36. სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურს-ცენტრი
37. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
38. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
39. საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა
40. მრავალეროვანი საქართველო
41. საერთაშორისო ფონდი “ლეა”
42. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”
43. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი
44. “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი”
45. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
46. ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანა”
47. ასოციაცია „ათინათი”
48. ასოციაცია “ფსიქეა”
49. ასოციაცია “გადავარჩინოთ მომავაი თაობა”
50. საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია
51. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
52. სტუდია”რე”
53. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფისსაერთაშორისო ორგანიზაცია
54. სათემო ფონდი „ადგილის დედა”
55. ახალგაზრდული ალტერნატივა
56. ჯანმრთელი სამყარო
57. საზოგადოებრივი დამცველი
58. კავკასიური სახლი – საქართველო
59. ახალგაზრდები სამართლიანობისთვის
60. ჯანმრთელი ბავშვები
61. კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით
62. კავკასიური მოზაიკა
63. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
64. პედაგოგთა კავშირი “განათლება და სამყარო’
65. ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”