3 აპრილს, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ საგამოფენო სივრცეში ‘ღია გალერეაში’ სტუდენტი გოგონას ელენე თოფურიძის ნამუშევრები გამოიფინა. ელენემ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება გადაწყვიტა და “დიტო ცინცაძის სახელობის ფონდს” დაუკავშირდა. იგი ბიზნესის ადმინისტრირების წარმატებული სტუდენტია, აპლიკაციებით მოდელების კეთება კი მისი ჰობია.
ჩვენ, დიდი სიამოვნებით დავუთმეთ ელენეს ნამუშევრებს ‘ღია გალერეის’ სივრცე. მისი ნამუშევრები 30 ლარად გაიყიდა.
გამოფენაზე შეგროვებული თანხა მოხმარდება ‘დიმიტრი ციცნაძის სახელობის ფონდის’ ბენეფიციარს, ამჟამად თურქეთში, სტამბულის კლინიკაში მყოფ უმძიმეს პაციენტს, მერაბ (ბუკა) ნიკურაძეს.
ნახეთ პირველი არხის სიუჟეტი ამ თემაზე.