2015 წლის 28 მაისს, 11 საათზე, ქ. ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კოალიცია „ეს შენ გეხებას” წევრების საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც ეხება 2014 წლის ნოემბერში მიღებული ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობას. მოსარჩელეები სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას სხვადასხვა საფუძვლით ითხოვენ. ხვალინდელ სხდომაზე ხდება სარჩელის დასაშვებობის განხილვა. ანუ სასამართლო გაარკვევს იმას, თუ რამდენად შეესაბამება სარჩელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ და მატერიალურ კრიტერიუმებს.
აღნიშნული ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომავალში მოხდება საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სასამართლო იმსჯელებს ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სადავო აქტებს, ფარული მიყურადების მომწესრიგებელი ნორმები ძალას დაკარგავენ და პარლამენტი შემდგომ ვეღარ მიიღებს ანალოგიური შინაარსის ნორმას.
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გიორგი ბურჯანაძეს, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”, მობ: 599900976