16 ოქტომბერი, 2015

დღევანდელ შეხვედრაზე კანონპროექტის იუსტიციის სამინისტროსეული ვერსია სტუმრებს ფონდი “ღია საზოგადოება საქათველოს” წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ გააცნო. ცვლილებები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ნაფიც მსაჯულთა მიკერძოებულობა და ობიექტურობა, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი, ვერდიქტის ფორმები, დაუსაბუთებელი აცილებების აკრძალვა დისკრიმინაციის საფუძველზე და სხვა.
არასამთავრობოების ნაწილი და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მიერ მოწვეული კანადელი ექსპერტი ნიკოლაი კოვალევი მიესალმებიან რეფორმირების ინიციატივას, თუმცა არ იზიარებენ ცვლილებების ნაწილს იმ ფორმით, რაც იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტით არის შემოთავაზებული. ნიკოლაი კოვალევის დასკვნა წინასწარი ნააზრევია, რომელიც საბოლოო სახეს მრგვალ მაგიდაზე მოსმენილი მოსაზრებების შეჯამების შემდეგ მიიღებს.
მედია ამ თემაზე:
I არხი-ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმირების კანონპროექტის განხილვა
მაესტრო- კანონპროექტი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმირებაზე
იმედი- ცვლილებები ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტში
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.