ტენდერი კვლევაზე, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაზე

01.03.2016

ააიპ “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”, 06.01.2016 საპარტნიორო ხელშეკრულების, ევროკავშირის საგარეო საქმიანობათა საგრანტო ხელშეკრულების #NEAR-TS/2015/369-105 ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების, ანალიტიკური ცენტრებისა და დამოუკიდებელი მკვლევართა ჯგუფებისათვის აცხადებს ტენდერს – ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევა, ამ სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს პროექტის “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებით.

ტენდერის მიზანი: ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს, პოლიტიკის, საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების ანალიზი; პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით.

ამოცანები:

** სკოლასა და თემში რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების უსაფრთხოების საკითხის შესწავლა საქართველოში მოქმედი უსაფრთხო სკოლის კონცეფციის, თემში არსებული შესაძლებლობებისა და კულტურის გათვალისწინებით;
** ბავშვთა შრომის, ადრეული ქორწინებისა და სკოლის მიტოვების მასშტაბების შეფასება;
** ბავშვთა შრომის, ადრეული ქორწინებისა და სკოლის მიტოვების მიზეზების კვლევა;
** სკოლას, მშობლებსა და თემს შორის არსებული ურთიერთობების შესწავლა;
** უმცირესობების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობისა და ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი;
** პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება;
** რეკომენდაციების შემუშავება;
** ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით სამი პოლიტიკის დოკუმენტის (ადრეული ქორწინება, ბავშვთა შრომა, სკოლის მიტოვება) შემუშავება.

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანალიტიკურ ცენტრებსა და დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან და საქმიანობენ საქართველოში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა განათლების სფეროში მუშაობისა და კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. კვლევის კონცეფცია და სავარაუდო ბიუჯეტი;
2. პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების – კვლევის ხელმძღვანელის და ჯგუფის წევრების – ავტობიოგრაფიები;
3. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
4. ჩატარებული კვლევის, შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი.

განსახილველი სატენდერო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: civicdevelopmentinstitute2005@gmail.com 2016 წლის 15 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: “კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება”.

სატენდერო თანხა: მაქსიმუმ 15 000 ევრო (დღგ-ს გარეშე).

ვადები:

ანგარიშის სამუშაო ვერსია განსახილველად უნდა იქნას წარმოდგენილი 2016 წლის 1 სექტემბრამდე.
პოლიტიკის დოკუმენტების სამუშაო ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას 2016 წლის 1 ოქტომბრამდე.
კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტების საბოლოო ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნასქართულ და ინგლისურ ენებზე 2016 წლის 1 ნოემბრამდე.

კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება პარასკევს, 4 მარტს, 16:00 საათზე, “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.

საკონტაქტო პირები:

თამარ ჩხაიძე
civicdevelopmentinstitute2005@gmail.com

ნინო ბერიშვილი
599 550119
ninoberishvili71@gmail.com

სიახლეები

მულტიმედია