6 თებერვალს უმრავლესობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენების განხორციელებას ახლებურად არეგულირებს. კანონპროექტის თანახმად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს. სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს არაერთი ფუნქცია, რაც მას დაინტერესებულ სუბიექტად აქცევს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. სააგენტოს ასევე ეძლევა უფლებამოსილება, გააკონტროლოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები. შესაბამისად, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის ნაცვლად, კანონპროექტით იქმნება სუს-ის ერთეული კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილებით და ამ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების რისკით.
წარმოგიდგენთ კანონპროექტის ძირითად რისკებს და ხარვეზებს:
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს არაგონივრულად მოკლე ვადებში მოუწია მუშაობა, ხოლო პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ვერსიის გასაცნობად ჯგუფში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ 4 საათი მიეცათ, რის შემდეგაც ჯგუფმა შეწყვიტა მუშაობა. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არ იქნა გაზიარებული კამპანია „ეს შენ გეხებას” წარდგენილი არც ერთი პრინციპული პოზიცია როგორც სააგენტოს ინსტიტუციურ მოწყობაზე, ისე მის მიმართ შესაქმნელ კონტროლის მექანიზმებზე. ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად სახიფათოა მსგავსი მასშტაბისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის კანონპროექტის განხილვა შემჭიდროებულ ვადებში.