საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს;
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების მიმართვა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე
ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა – 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები”, სადაც რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „თვითმმართველობის კოდექსი”. რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა. სწორედ ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც „Freedom House”-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა. აქედან გამომდინარე, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მთავრობა თანმიმდევრულად განახორციელებდა მის მიერვე შემუშავებული თვითმმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ საქმიანობებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასაც.
მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმამ იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე თვითმმართველობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად განმტკიცდებოდა. თუმცა, ნაცვლად ამისა, ბოლო დროს ვისმენთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ იგეგმება 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რაც, ერთმნიშვნელოვნად, რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევაა.
თვითმმართველი ქალაქების განვითარება – ეს არის თანამედროვე სამყაროს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენცია. საქართველოსთვის თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბების ხელშეწყობა კი, არა მარტო სახელმწიფოს ურბანული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არამედ ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელია ქვეყნის მართვის ევროპულ მოდელზე გადასასვლელად. ამავდროულად, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც.
გარდა ამისა, ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება და ბიუჯეტი, კარგავს განვითარების სამომავლო პერსპექტივებსაც.
ამ და სხვა არგუმენტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს ნაბიჯი დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს განვითარების დაწყებულ პროცესს.
1. რეგიონის განვითარების ცენტრი
2. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
3. კივიტას გეორგიკა
4. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”
5. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
6. საქართველოს მედია-კლუბი
7. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
8. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
9. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
10. ადამიანის უფლებათა ცენტრი
11. საერთაშორისო გამჭვირვალობა
12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
13. სათემო განვითარების ცენტრი
14. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
15. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
16. ფონდი „ტასო”
17. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
18. სტუდია „რე”
19. გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი)
20 მეგობრობის ხიდი „ქართლოსი” (გორი)
21. გორის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი (გორი)
22. შიდა ქართლის დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი (გორი)
23. საზოგადოება „ბილიკი” (გორი)
24. გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა” (გორი)
25. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი (გორი)
26. შიდა ქართლის ვეტერინართა ასოციაცია (გორი)
27. „გორი დაუნთაუნი” (გორი)
28. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი)
29. „სახლი საზღვრების გარეშე” (გორი)
30. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი)
31. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (ოზურგეთი)
32. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)
33. „ქალები რეგიონის განვითარებისთვის” (ოზურგეთი)
34. ოზურგეთის სასოფლო დარბაზი (ოზურგეთი)
35. „საუნჯე” (ზუგდიდი)
36. გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა” (ზუგდიდი)
37. სათემო ფონდი „ეგრისი” (ზუგდიდი)
38. სათემო ფონდი „ნეფა” (ზუგდიდი)
39. დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
40. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
41. ასოციაცია „ტოლერანტი” (ახალციხე)
42. კახეთის სამოქალაქო ლიგა (თელავი)
43. საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოება (თელავი)
44. საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (თელავი)
45. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა ხალხთან” (თელავი)
46. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება „ნადიკვარი – მეგობრობა განვითარებისთვის” (თელავი)
47. „ნაბიჯი მომავლისკენ” (გორი, თელავი)
48. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა)
49. ასოციაცია „ზეკარი” (ამბროლაური)
50. დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი)
51. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” (ბათუმი)
52. „ღირსეული სიბერე” (ქობულეთი)
53. სენაკის სასოფლო დარბაზი (სენაკი)
54. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი)
55. ლანჩხუთის სასოფლო დარბაზი (ლანჩხუთი)
56. ჩოხატაურის სასოფლო დარბაზი (ჩოხატაური)
57. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)
58. „ევროპა ჩვენი სახლია” (ქუთაისი)
59. ზესტაფონის სასოფლო დარბაზი (ზესტაფონი)
60. „ნაბიჯი” (ხარაგაული)
61. ტყიბულის განვითარების ფონდი (ტყიბული)
62. ხაშურის სასოფლო დარბაზი (ხაშური)
63. „ჩვენ – ჯანსაღი მომავლისათვის” (წეროვანი, დევნილთა დასახლება)
64. „უკეთესი მომავლისათვის” (წეროვანი, დევნილთა დასახლება)
65. ასოციაცია „სპექტრი” (საგარეჯო)
66. „სამოქალაქო ინიციატივა” (წნორი)
67. სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი” (სიღნაღი)
68. სათემო კავშირი „ჰერეთი” (ლაგოდეხი)
69. სათემო ფონდი „ლელი” (ლაგოდეხი)
70. „დემოსი” (რუსთავი)
71. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (რუსთავი)
72. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება (მარნეული)
73. ბოლნისის ენის სახლი (ბოლნისი)
74. დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
75. „სტეფანწმინდა” (სტეფანწმინდა)
76. საქართველოს სასოფლო დარბაზი
77. ასოციაცია „რეფორმა ფსიქიატრიაში”
78. კავშირი „მშობლების თანადგომა”
79. შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი
80. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
81. ასოციაცია „სოციალური ქოლგა”
82. საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაცია
83. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
84. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
85. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი
86. „POST-ალიონი” (გურია)
87. მედიასახლი „გურია ნიუსი” (გურია)
88. გურიის პრესკლუბი (გურია)
89. მედიასახლი „გურიის მოამბე” (გურია)
90. ტელეკომპანია „გურია” (გურია)
91. გაზეთი „ზუგდიდი” (სამეგრელო)
92. ტელეკომპანია „ოდიში” (სამეგრელო)
93. ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა” (სამეგრელო)
94. ტელეკომპანია „ჯიხა” (სამეგრელო)
95. ტელეკომპანია „კოლხეთი 89″ (სამეგრელო)
96. ტელეკომპანია „ეგრისი” (სამეგრელო)
97. TV 25 (აჭარა)
98. „ახალი გაზეთი” (იმერეთი)
99. მედიასახლი „P.S.” (იმერეთი)
100. გაზეთი „ჩემი იმერეთი” (იმერეთი)
101. ტელეკომპანია „რიონი” (იმერეთი)
102. ტელეკომპანია „იმერვიზია” (იმერეთი)
103. ტელეკომპანია „არგო” (იმერეთი)
104. ტელეკომპანია „ზარი” (იმერეთი)
105. გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე” (სამცხე-ჯავახეთი)
106. ტელეკომპანია „ბორჯომი” (სამცხე-ჯავახეთი)
107. ტელეკომპანია „მე-9 არხი” (სამცხე-ჯავახეთი)
108. ტელეკომპანია „ATV12″ (სამცხე-ჯავახეთი)
109. ტელეკომპანია „ფარვანა” (სამცხე-ჯავახეთი)
110. მედიაცენტრი „კახეთი” (კახეთი)
111. გაზეთი „კახეთის ხმა” (კახეთი)
112. გაზეთი „სპექტრი” (კახეთი)
113. ტელეკომპანია „გურჯაანი” (კახეთი)
114. ტელეკომპანია „თანამგზავრი” (კახეთი)
115. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (შიდა ქართლი)
116. ტელეკომპანია „თრიალეთი” (შიდა ქართლი)
117. ტელეკომპანია „დია” (შიდა ქართლი)
118. გაზეთი „თრიალეთის ექსპრესი” (ქვემო ქართლი)
119. გაზეთი „დიდგორელები” (ქვემო ქართლი)
120. ქვემო ქართლის ტელეკომპანია (ქვემო ქართლი)
121. ტელეკომპანია „მარნეული” (ქვემო ქართლი)
122. ტელეკომპანია „ბოლნელი” (ქვემო ქართლი)
123. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედია ამ თემაზე
Interpressnews.ge – არასამთავრობო ორგანიზაციები – 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება იგეგმება, რაც რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევაა, 30.03.17;
Netgazeti.ge – მიმართვა ხელისუფლებას: თვითმმართველი ქალაქების შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, 29.03.17;
Netgazeti.ge – კობახიძე: როცა საქმე ეხება თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა, 30.03.17;
1tv.ge – საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ირაკლი კობახიძესა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ, 29.03.17;
Pia.ge – თვითმმართველი ქალაქების სტატუსზე საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას, 29.03.17;
Rustavi2.com – “დღეს გვესმის, რომ თვითმმართველ ქალაქებს აუქმებენ, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ”- ლიზა სოფრომაძე, 29.03.17;
Rustavi2.com – 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა ადგილობრივი დამოუკიდებლობის ხარისხს უკან დაწევს – კოკა კიღურაძე, 29.03.17;
Imedi.ge – საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ირაკლი კობახიძესა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ, 29.03.17;
Primetime.ge – საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების მიმართვა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე, 29.03.17;
Rustavi2.com – საპარლამენტო უმცირესობის აზრით, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ცენტრალიციისკენ მიმავალი გზაა, 29.03.17;
Presa.ge – “თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება”, 29.03.17;
Tabula.ge – NGO-ები: 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, 29.03.17;
Ipress.ge – “თვითმმართველი ქალაქების შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება”-მიმართვა ხელისუფლებას, 29.03.17;
Interpressnews.ge – ლევან ბერძენიშვილი მუნიციპალიტეტების შემცირებაზე – ეს წარმოუდგენელი სისულელეა, 30.03.17.