პირველი კავკასიური სოციალური ინოვაციის ბანაკი

15.04.2010

TV / რადიო

რადიო ”თავისუფლება”- ფონდ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე, ”დღეს დილას” ესაუბრება- რეპორტაჟის მოსმენა.

ტელეკომპანია “I არხი”- ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი დილის გადაცემის ”ჩვენი დილა” სტუმარია.
 

 

 

 

 

ინტერნეტ მედია

სოციალური მედია-სოციალური ცვლილებებისთვის- ITV.GE
საერთაშორისო კონფერენციას ამ სახელწოდებით საქართველო წელს, პირველად მასპინძლობს. დღესვე, გაიხსნა პირველი კავკასიური „სოციალური ინოვაციების ბანაკიც”. მის მუშაობაში ვებ დეველოპერები, ჟურნალისტები, მარკეტინგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მონაწილეობენ. ისინი ჯგუფებად დაიყვნენ და იმ 6 იდეაზე მუშაობენ, რომელიც ჟიურიმ შერჩევის პირველ ეტაპზე საუკეთესოდ მიიჩნია. მონაწილეებმა ონლაინ-იდეები 48 საათში რეალურ ვებ პროექტებად უნდა გარდაქმნან. მათგან ორ საუკეთესოს ჟიურის წევრები და კონფერენციის მოანწილენი შეარჩევენ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გაადაეცემათ. ღონისძიების ორგანიზატორები ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო” არიან. პირველ კავკასიურ ბანაკს იდეის ავტორი, ახალი მედიის ბრიტანელი სპეციალისტი დენ მაქუილანი და ახალი მედიის 6 ევროპელი ექსპერტიც სტუმრობს.

სოციალურ ინოვაციათა პირველი კავკასიური ბანაკი დაიხურა-ITV.GE
სოციალურ ინოვაციათა პირველი კავკასიური ბანაკის გამარჯვებული პროექტები უკვე ცნობილია. მათგან ერთი სპეციალურმა ჟიურიმ, ერთიც კონფერენციის – „სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის” მონაწილეებმა შეარჩიეს. ჟიურის გადაწყვეტილებით დაფინანსებას მიიღებს პროექტი – გადავარჩინოთ ხეები. კონფერენციის მონაწილეებმა კი 6 ონლაი-იდეას შორის უპირატესობა მიანიჭეს პროექტს – მომეცი ინფორმაცია. პრიზიორები ამბობენ, რომ პროექტზე ბევრი იშრომეს, თუმცა გამარჯვება მათთვის მაინც მოულოდნელი იყო.

ბანაკის კონცეფციის ავტორი დან მაქ ქუილანი სტუმრად გადაცემაში ”ქართული ბიზნესი” -ITV.GE
კავკასიური სოციალური ინოვაციის ბანაკში ევროპელმა ექსპერტებმა სოციალური მედიის განვითარების პროექტები შეაფასეს და 2 საუკეთესო გამოავლინეს. რას ნიშნავს მედიის ეს უახლესი მიმართულება და როგორ შეუძლია მას საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესება. გადაცემის სტუმარია “სოციალური ინოვაციების ბანაკის” იდეის ავტორი დენ მაქ ქუილანი.

ცხელი შოკოლადი, სოციალური ინოვაციის ბანაკი გაიხსნა, 12 აპრილი, 2010/ვიდეო ბლოგი


ბეჭდვითი მედია

გაზეთი “The Messenger”, 12 აპრილი, 2010– Georgia Discusses Developing Social Media

გაზეთი “Financial” – 12 აპრილი-, 2010- Save the Trees and GiveMeInfo Became Winners of the First Social Innovations Camp Caucasus

გაზეთი ”Financial”- 19 აპრილი, 2010- Internet As A Tool for Social Media Change

გაზეთი ”რეზონანსი”, 13 აპრილი, 2010- სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის

გაზეთი ”Georgia Today”-16 აპრილი, 2010- First Social Innovations Camp in Tbilisi.

Young Bloggers Conduct Citizen Diplomacy in Eurasia-აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ბლოგი ბანაკის შესახებ.