რუსთავი 2, “პოსტსკრიპტუმი”, 5 თებერვალი, 2011. ავტორები: ანა ასათიანი, ნიკა ლებანიძე, დავით კიკალიშვილი
რეპორტაჟი პალიატიური მზრუნველობის შესახებ მოგვითხრობს. როგორ ინერგება საქართველოში მედიცინის ეს მიმართულება, როგორი საერთაშორისო გამცოდილება არსებობს და ვინ ზრუნავს საქართველოში ამ სფეროს განვითარებაზე. სიუჟეტში მოთხრობილია იმ პაციენტთა ისტორიებიც, რომელთაც პალიატიური მომსახურებით ისარგებლეს.
რესპონდენტები:
პალიატიური პაციენტის მშობელი- გიული დემეტრაშვილი
ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი, პალიატიური მზრუნველობის კლინიკა- რემა ღვამიჩავა
სან დიეგოს ჰოსპისთან არსებული პალიატიური მედიცინის ექიმი -ფრენკ ფერისი
ფერიცვალების დედათა მონასტრის სასნეულო სახლი- დედა პარასკევა
პალიატიური პაციენტები და მათი ოჯახის წევრები- ლამარა მაღრაძე, მედგარ ჯვარიძე
ზემოთ მოცემული სიუჟეტის გასვლის შემდეგ, რუსთავი 2-ის “პოსკრიპტუმმა” პალიატიურ დაწესებულებებზე მეორე სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ჰოსპისებში სახელმწიფო პროგრამის შეჩერებაზეა საუბარი. სიუჟეტში გამოძიებულია ის მიზეზები, რის გამოც პაციენტები პალიატიური მზრუნველობის მომსახურებით ვერ სარგებლობენ.
რესპონდენტები: პაციენტების ოჯახის წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს თანამშრომლები, ჰოსპისის ხელმძღვანელობა, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”.
რუსთავი 2, “პოსტსკრიპტუმი”, 19 თებერვალი, 2011. ავტორები: ლაშა კვესელაძე, ლევან აბულაძე, დავით კიკალიშვილი
“პოსტსკრიპტუმის” მიერ სახელმწიფო პროგრამიდან პალიატიური მზრუნველობის დაფინანსების შეჩერებაზე გამოძიებას ჯანდაცვის მინისტრის რეაგირება მოჰყვა. მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამა ამუშავდა და იმ პაციენტებს, რომელთაც თებერვლის თვეში საკუთარი სახსრებით დაფარეს მკურნალობის ხარჯები, გადახდილი თანხის 70% უკან დაუბრუნდებათ.
რესპონდენტები: ჯანდაცვის მინისტრი, სამინისტროს სოციალური სააგენტოს თანამშრომლები, ჰოსპისის ხელმძღვანელობა.
21 თებერვალი, 2011. რუსთავი 2, “კურიერი”, 21:00სთ. ავტორები: ეკა გაგუა, დიანა ჯოჯუა, ზაალ უდუმაშვილი
|