არქიტექტურული პროტესტები- ჟურნალი ‘ტაბულა’ ღია გალერეაში მოწყობილი ექსპოზიციის შესახებ

24.02.2012

ჟურნალი “ტაბულა”, რუბრიკა: კულტურა

ავტორი: ქეთო გიორგობიანი
21 თებერვალი 2012, 14:42

15 თე­ბერ­ვალს, სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში „Open Gallery” ახა­ლი ექ­სპო­ზი­ცია გა­მო­ი­ფი­ნა. ავ­ტო­რე­ბი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი არი­ან და ეს გა­მო­ფე­ნა ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში არა კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნით, არა­მედ მხო­ლოდ იდე­ის გად­მო­სა­ცე­მად იფი­ნე­ბა.

დი­მიტ­რი ერის­თა­ვის, ლა­დო შო­ნი­ა­სა და ლე­ვან აბ­რა­მიშ­ვი­ლის ნა­ხა­ზე­ბი ჩა­ნა­სახ­ში­ვე უტო­პი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბია, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არც ახ­ლა და არც მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა. ექ­სპო­ზი­ცია, რო­მელ­საც ავ­ტო­რე­ბი „არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი დღე­ვან­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის მი­მართ ერ­თგვარ პრო­ტეს­ტად” ახა­სი­ა­თე­ბენ, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი თვა­ლი­სათ­ვის, ერ­თი შე­ხედ­ვით, ოდ­ნავ რთუ­ლად აღ­საქ­მე­ლი, თუმ­ცა საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია.

გა­მო­ფე­ნის გახ­სნის შემ­დეგ ტა­ბუ­ლა ავ­ტო­რებს – ლა­დო შო­ნი­ა­სა და დი­მიტ­რი ერის­თავს ესა­უბ­რა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი ხში­რად არ ეწ­ყო­ბა, მით უმე­ტეს, რო­დე­საც პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნის მი­ზა­ნი

მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ არის; სა­ი­დან მო­გი­ვი­დათ მსგავ­სი გა­მო­ფე­ნის იდეა?

ლა­დო: მარ­თა­ლია, ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ კონ­კურ­სზე გა­სუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი თუ ეწ­ყო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი იმით და­იწ­ყო, რომ დი­მიტ­რიმ იპო­ვა სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე. ამის შემ­დეგ და­ვიწ­ყეთ იდე­ა­სა და კონ­ცეფ­ცი­ა­ზე ფიქ­რი. უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­ვიჩ­ნი­ეთ. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი სივ­რცე, სა­ჭი­რო­ე­ბა ამ სივ­რცის დატ­ვირ­თვი­სა და შემ­დეგ უკ­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გა­დაწ­ყვე­ტის სხვა­დას­ხვა ხერ­ხი. ვე­ცა­დეთ, მხო­ლოდ არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპო­ზი­ცია არ შეგ­ვექ­მნა. დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩვენ­ზე ერთ-ერ­თი იტა­ლი­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ჯგუ­ფის, „სუ­პერ-სტუ­დიო”-ს მსგავ­სმა პრო­ექ­ტმა, რო­მელ­ზეც მუ­შა­ო­ბა თით­ქმის 10 წლის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

დი­მიტ­რი: ეს ჯგუ­ფი ატა­რებ­და სო­ცი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებს და შემ­დეგ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ენით გად­მოს­ცემ­და იმ პრობ­ლე­მა­ტი­კას, რო­მელ­საც სო­ცი­უმ­ში აწ­ყდე­ბო­და. ჩვენც, მი­ახ­ლო­ვე­ბით, იმა­ვეს გა­კე­თე­ბას შე­ვე­ცა­დეთ.

მთე­ლი ექ­სპო­ზი­ცია ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფის ანა­რეკ­ლია. ეს არის ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კის მი­მართ, რო­მე­ლიც არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახა­ლი აზ­რის გა­მოთ­ქმის მცდე­ლო­ბა არ გვქო­ნია, ამ თე­მა­ზე მრა­ვა­ლი მო­აზ­როვ­ნის ნაშ­რო­მი არ­სე­ბობს, ჩვენ მა­თი ნა­აზ­რე­ვის ერ­თგვა­რი ინ­ტერ­პრე­ტა­ცია გა­ვა­კე­თეთ.

– დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ექ­სპო­ზი­ცი­ის გა­სა­აზ­რებ­ლად გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­და. ეს თქვე­ნი მი­ზა­ნი იყო, თუ გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის შე­დე­გი?

ლა­დო: ვი­ცით, რომ ტექ­სტუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მწი­რი იყო, მაგ­რამ გა­მო­ფე­ნა­ზე დი­დი ტექ­სტის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ჭი­როდ არ მი­ვიჩ­ნი­ეთ, მა­შინ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას მო­ვაწ­ყობ­დით. ის, რომ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა ზო­გი­ერთ ჩვენს იდე­ას სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­პრე­ტა­ცია გა­უ­კე­თა, სა­სურ­ველ შე­დე­გად მი­მაჩ­ნია; გუ­ლი მხო­ლოდ იმა­ზე დამ­წყდა, რომ ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა ჩვე­ნი ნა­ხა­ზე­ბი და თან­დარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბი თით­ქოს სპე­ცი­ა­ლუ­რად გარ­თუ­ლე­ბულ ენად მი­იჩ­ნია. ჩვე­ნი მი­ზა­ნი უბ­რა­ლოდ მათ­თვის სა­კუ­თა­რი ხედ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სივ­რცის და­ტო­ვე­ბა იყო.

არ ვი­ცი, რამ­დე­ნად აღიქ­ვა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა, რომ ეს ექ­სპო­ზი­ცია გარ­კვე­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტი იყო. პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც აბ­სურ­დის ენით გად­მო­ვე­ცით. პრობ­ლე­მებ­ზე პირ­და­პირ სა­უ­ბარს სათ­ქმე­ლის პო­ე­ტუ­რად გა­მო­ხატ­ვა ვამ­ჯო­ბი­ნეთ. წარ­მო­ვიდ­გი­ნეთ ერ­თგვა­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სივ­რცე, სა­დაც, შე­საძ­ლოა, დიქ­ტა­ტო­რებს თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად ეგ­რძნოთ. სრუ­ლი­ად უტო­პი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლი­სათ­ვის ნაც­ნობ, საყ­ვა­რელ სივ­რცე­ში, ერ­თგვარ „წმინ­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე” იჭ­რე­ბა, თუნ­დაც ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნულ პე­ი­ზაჟ­ში. ამ დროს იბა­დე­ბა ლო­გი­კუ­რი ემო­ცია – ამ წმინ­და ად­გი­ლის გა­უ­ფა­სუ­რე­ბი­სა. მთა­ვა­რი

პრობ­ლე­მაც სწო­რედ ესაა: დღე­ვან­დე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა უფ­რო ვი­ზუ­ა­ლურ ეფექ­ტზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე არ­სზე. ნაკ­ლე­ბა­დაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რო­გორ შე­ეწ­ყო­ბა შე­ნო­ბა იმ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც იდ­გმე­ბა; ან რო­გორ იგ­რძნობს იქ ადა­მი­ა­ნი თავს.

დი­მიტ­რი: უხე­შად რომ ვთქვათ, თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტი ყო­ფა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ექ­სტრე­მა­ლუ­რი, გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ამ ხერ­ხით გვინ­დო­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თუ რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მიგ­ვიყ­ვა­ნოს ხსე­ნე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის მო­მა­ვალ­ში გან­ვი­თა­რე­ბამ.

– ამ იდე­ის რა­ი­მე სა­ხით გაგ­რძე­ლე­ბას თუ გეგ­მავთ?

ლა­დო: შემ­დგო­მი გა­მო­ფე­ნის გა­კე­თე­ბა­ზე ჯერ არ გვი­ფიქ­რია, თუმ­ცა გვაქვს იდეა, რომ ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი ბუკ­ლე­ტის სა­ხით გა­მოვ­ცეთ. ცხა­დია, ნა­მუ­შევ­რე­ბიც კი­დევ უფ­რო და­იხ­ვე­წე­ბა; ალ­ბათ, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი თვა­ლი­სათ­ვი­საც უფ­რო მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლი გახ­დე­ბა. ბუკ­ლე­ტის გა­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნეც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა. ასე­ვე ვგეგ­მავთ ერ­თგვა­რი პერ­სო­ნა­ჟის შე­მოყ­ვა­ნას, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ერ შექ­მნილ სივ­რცე­ში იტ­რი­ა­ლებს. ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­მო­ფე­ნის­თვი­საც იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო აღარ მო­ხერ­ხდა.