ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით

15.12.2015
ევროკომისიამ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ვიზის ლიბერალიზაციის ანგარიშის გამოქვეყნება დეკემბრის ბოლოსთვის გადადო. ამის შესახებ კომისარმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინმა განაცხადა.

ანგარიში დღეს, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო.

დოკუმენტის გასაჯაროების ვადაც დასაზუსტებელია. ამ თემაზე პირველი არხის დილის გადაცემაში საუბრობს  ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.