30 მარტს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო” და „რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრის” ორგანიზებით საქართველოს ევროპარლამენტარი მონიკა მაკოვეი ესტუმრა. მონიკა მაკოვეი საქართველოს რეგიონების მოსახლეობას შეხვდა და ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ესაუბრა.
რადიო”თავისუფლების” გადაცემა ინტერView-ში მონიკა მაკოვეი სალომე ასათიანთან საუბრობს ევროინგერაციის პროცესის და რუმინეთის აგმოცდილების შესახებ.
წყარო: I არხი, რადიო “თავისუფლება”
“საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ხოლო ევროკავშირს სჭირდება და უნდა საქართველო… ასოცირების შეთანხმება უკვე გაქვთ, მოითხოვეთ წევრობაც. ყველაფერი მოითხოვეთ!” − ეუბნება ინტერVIEW-ს მონიკა მაკოვეი, ევროპარლამენტარი და რუმინეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი.
• მაკოვეიმ სახელი მოიხვეჭა კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლით და იმით, რომ მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ევროკავშირში რუმინეთის გაწევრიანებას.
• რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია საქართველოს რუმინეთისგან − აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ბანაკში ამ, ერთ დროს, ყველაზე რეპრესიული ქვეყნისგან?
• როგორია ავტორიტარიზმის ინერციის დაძლევის ყველაზე ეფექტიანი გზები?
• კორუფციის რომელი ფორმები გვხვდება ყველაზე ხშირად პოსტსაბჭოთა სივრცეში და რა სახით არსებობს კორუფცია ევროკავშირში?
• ამ და ბევრ სხვა საკითხზე ესაუბრება გადაცემა ინტერVIEW-ს წამყვანი სალომე ასათიანი თავის სტუმარს, რუმინელ პოლიტიკოსს, მონიკა მაკოვეის.
ინტერვიუ ჩაწერილია 2016 წლის მარტში. წამყვანი: სალომე ასათიანი.