ახალი სახლი

12.02.2013

დოკუმენტური ფილმი “ახალი სახლი” – გურჯაანში საოჯახო ტიპის დაწესებულების ხელმძღვანელმა მაია შიშნიაშვილმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაუთმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ ფილმში სახლის ყოველდღიურობაზე საუბრობენ და საკუთარ ისტორიებს მოგვითხრობენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ სახლი ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დახმარებით გაარემონტა და პერსონალი გადაამზადა.