ევროკავშირისა და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ორი წლის მანძილზე რეგიონებში პროექტი მიმდინარეობდა, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
დღესდღეობით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები და მათი ქართულენოვანი თანატოლები არ სარგებლობენ ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 12441 მოსწავლემ მიატოვა სწავლა. განსაკუთრებით მაღალია სწავლის მიტოვების მაჩვენებელი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. ხშირია სწავლის მიტოვება მუშაობის დაწყების მიზეზით. მაღალ კლასებში რიცხული გოგონები სწავლას თავს ანებებენ გათხოვების შემდეგ. კვლევებით დასტურდება, რომ სკოლის მიტოვების პრობლემა შეიძლება თაობებზე ვრცელდებოდეს.
გაიცანით უფლებაწართმეული და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ტვ იმედის გადაცემაში ‘რა დროს ძილია’.
რეგიონებში პროექტს ახორციელებდნენ: სამოქალაქო განვითარების ინსიტუტი, საზოგადოება „ბილიკი”, რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი” და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=0gWDxo-_e8E