ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმისაწვდომობა პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის

16.05.2018

12-13 აპრილს  პალიატიური მზრუნველობის, მასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და ტკივილგამაყუჩებლების ხელმისაწვდომობის შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა.

შეხვედრას პალიატიური მზრუნველობის სფეროს ექსპერტები, ექიმები, ჰოსპისების წარმომადგენლები, იურისტები, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული გაიდლაინები და საკანონმდებლო ცვლილელებების  პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უნდა წარედგინოს.

პროექტის მიზანია ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ხელმისაწვდომი გახდეს პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის, მომზადდეს მოვლისა და ტკივილის მართვის სახელმძღვანელო პრინციპები.