დოკუმენტი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის” შიდა პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ”.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის განცხადებით, „სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების არსებობის გარეშე უფლებები მნიშვნელობას დაკარგავდა. ბავშვების განსაკუთრებული და დამოკიდებული მდგომარეობა ართულებს უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებას.
შესაბამისად, სახელმწიფოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ბავშვებისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის ეფექტიანი და ბავშვების მიმართ მგრძნობიარე პროცედურების ხელმისაწვდომობის საკითხს.