12 ოქტომბერს ღია საზოგადოების ფონდის პროექტის “შეაჩერე ტკივილი” ფარგლებში ტკივილის მართვის ექსპერტებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც საქართველოში ტკივილის მართვის პრაქტიკას და ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტების მდგომარეობას ასახავს. ანგარიშის პრეზენტაციას ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, სოციალური სააგენტოს, პალიატიური მზრუნველობის სფეროს, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ტკივილის მართვის ექსპერტები დაესწრნენ.
ანგარიშის წარდგენა იყო დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ამ თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრების ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენდა. პროექტის და ანგარიშის მიზანია, რომ ქვეყანაში გაიზარდოს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ტკივილით იტანჯებიან და სხვა ჯგუფის პრეპარატები ტკივილის ეგრეთწოდებულ კუპირებას ვერ ახდენს.
“ჩვენი მიზანია არა ტკივილის გაყუჩება ერთჯერადად, არამედ ტკივილის მართვა იმგვარად, რომ ადამიანმა, ტკივილის მიუხედავად, ხარისხიანად და ღირსეულად იცხოვროს. მნიშვნელოვანია ტკივილის მართვის სისტემის არსებობა, რომლის განუყოფელი ნაწილი საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და საკანონმდებლო ცვლილებებია”-ამბობს ფატი ძოწენიძე, ტკივილის მართვის ექსპერტი, რომელიც ამავე დროს, ანგარიშის ერთერთი ავტორია.
მედია ამ თემაზე: