ახალი ნარკოპოლიტიკა

11.11.2017

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” საზოგადოებრივი ინიციატივაა არაჰუმანური და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. ორგანიზაციის აქტიური სამოქალაქო თუ საკანონმდებლო ინიციატივების ადვოკატირების საქმიანობა მოვლასა და სოციალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული ნარკოტიკული პოლიტიკის შემუშავებისკენ არის მიმართული.

2016 წლიდან ორგანიზაციამ შეიმუშავა არაერთი საკონსტიტუციო სარჩელი, თანამშრომლობს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, ჩართულია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საქმიანობაში, ახორციელებს სხვადასხვა სახის სოციალურ კამპანიას, რომლის მიზანიც საზოგადოების, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტივიზმის საშუალებით მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობაა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ მომზადებული ეს ვიდეორგოლი ჯანდაცვასა და ზრუნვაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ცვლილების მოსალოდნელ შედეგებს აღწერს.