მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარები

31.10.2013

2012 წლის 31 ოქტომბერს ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ” ოფისში (ჭოველიძის ქ.10) მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარები დაიწყო.

პირველი შეხვედრის თემა იყო  „Homo Sovieticus მემკვიდრეობა და მერაბ მამარდაშვილი”, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა.

სემინარებზე დასწრება თავისუფალია.

სემინარი იმართება პროექტის „ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს 2″ ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით 2012 წლის აპრილიდან ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ათზე მეტი სემინარი ჩატარდა:

  • ზაზა შათირიშვილის ლექცია თემაზე: „მერაბ მამარდაშვილი და მჭვრეტელობითი ცხოვრების ტრადიცია”
  • ლევან ბერძენიშვილის ლექცია თემაზე “რას იტყოდა მერაბ მამარდაშვილი დღეს”
  • ბაქარ ბერეკაშვილის სემინარი თემაზე: “საბჭოთა დისკურსის მეტაფორმოზები: ინტელექტუალური აზროვნების ამბივალენტურობა პოსტ-საბჭოთა სივრცეში”
  • მამუკა ბერიაშვილის სემინარი: “კანტი ავტონომიური თავისუფლების შესახებ”
  • გიორგი ლორთქიფანიძის სემინარი: „მამარდაშვილი დღეს“
  • ნიკო მელიქაძის სემინარი: “ადამიანად ყოფნის სირთულე და აუცილებლობა – ვარიაცია მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის თემაზე”
  • გიორგი ლობჟანიძის სემინარი: “ყურანი და მისი ადგილობრივი ტრანსფორმაციები”
  • გიორგი ლობჟანიძის სემინარი: ეროვნული იდენტობა მერაბ მამარდაშვილის მიხედვით
  • ირაკლი მჭედლიშვილის სემინარი: დიდ ილუზიათა უ-ტოპოლოგია