ჯანმრთელობას გისურვებთ, განსაკუთრებით საქართველოში ღია საზოგადოების ფონდების ქსელური პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტური ფილმია, რომელიც თავისუფლების მონიტორმა და სტუდია “მონიტორმა” ჯანდაცვის თემაზე მოამზადეს. ფილმის მიზანია ჯანდაცვის პოლიტიკაში, დაფინანსებასა და სისტემაში არსებული პრობლემების გააზრება და დისკუსიის დაწყება.
“თავისუფლების მონიტორი” საგამოძიებო რეპორტაჟების სერიაა, რომელსაც რადიო თავისუფლება სტუდია “მონიტორთან” ერთად ქმნის.
ჯანდაცვის მინისტრის შეუსრულებელი დაპირებები და პირველადი ჯანდაცვის არშემდგარი რეფორმები. როგორ იქცა საქართველოში ჯანდაცვა მაღალშემოსავლიან ბიზნესად. ერთი დაავადება და ოთხი დიაგნოზი – რა გვიჯდება მკურნალობა მაშინაც კი, როცა ექიმი ვერ გვშველის. თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება.