ზიანის შემცირების ეროვნულ კონფერენცია თანასწორი ხელმისაწვდომობისთვის ჯანმრთელობის უფლებაზე

01.03.2019

26-27 მარტს თბილისში ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია გაიმართება.

კონფერენცია მიზნად ისახავს ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მობილიზებას და დიალოგის ინიცირებას ზიანის შემცირების სფეროს პრიორიტეტულ საკითხებზე.

კონფერენცია 3 ძირითად მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს:

  • დონორული დაფინანსების გარდამავალ პერიოდში ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისათვის ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის და ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფა
  • რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც ზღუდავს ხელმისაწვდომობას აღნიშნულ მომსახურებებზე და წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ ინსტრუმენტს
  • ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული გამოწვევები და საპასუხო ქმედებები.

კონფერენციის მონაწილეები არიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პოლიტიკის შემქმნელები, მკვლევარები, პრაქტიკოსები და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი და აქტივისტები.

ღონისძიება განიხილება, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედების საადვოკაციო მექანიზმი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადი დაფინანსება, ისევე როგორც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია.

კონფერენცია იბრძვის კრიმინალიზებული, რეპრესირებული და დავიწყებული ადამიანებისათვის ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენციის ორგანიზატორები არიან “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” და “მსოფლიო ექიმების (საფრანგეთი) წარმომადგენლობა საქართველოში”.

თუ გსურთ ჩაერთოთ პროცესში, როგორც აქტივისტი, კონფერენცია ორგანიზებას უწევს აქტივისტების სამიტს. დარეგისტრირდით ბმულზე და დააფიქსირეთ სათქმელი კონფერენციის მიმდინარეობისას.

პროგამის და სხვა შინაარსის გასაცნობად ეწვიეთ კონფერენციის ვებ-გვერდს.

ასევე თვალი ადევნეთ სიახლეებს ფეისბუქის და ტვიტერის გვერდებზე.