კვლევა შეისწავლის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის საკითხს.
კვლევის ფარგლებში განხორციელდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მცხოვრებთა ინფორმაციის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება; მათზე დაყრდნობით იმ მედია გზავნილების შესწავლა, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. ამავე დროს კვლევის საგანი იყო, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ უმცირესობების ინფორმირების თაობაზე. კვლევის ფარგლებში მოხდა უმცირესობათა დამოკიდებულებების შესწავლა, როგორც ინფორმაციის წყაროების, ასევე მედია გზავნილებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქების მიმართ.
კვლევა შერეული მეთოდოლოგიით განხორციელდა და დოკუმენტების ანალიზს, მედიის კონტენტ ანალიზს და ფოკუს ჯგუფებს მოიცავდა.
მეთოდოლოგიის მიმოხილვის და მთავარი მიგნებების შემდეგ კვლევის I ნაწილი ინფორმაციის წყაროებს ეთმობა, II – რუსული ტელევიზიების გზავნილებს და საზოგადოების დამოკიდებულებებს ამ გზავნილების მიმართ, III ნაწილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მედია გაშუქებას. ბოლო, დასკვნითი ნაწილი კი რეკომენდაციებს ეთმობა.
კვლევა „ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერილი პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ” ფარგლებში მომზადდა.
ავტორები: თამარ კინწურაშვილი, სოფო გელავა, ანა ჩიტალაძე
მონიტორინგი: თამარ გაგნიაშვილი, ხატია ლომიძე, მარიამ ცხოვრებაშვილი, სოფო ჩხაიძე
მედია მონიტორინგისა და ფოკუს ჯგუფების სტატისტიკური მონაცემების დამუშავება: მარიამ ცუცქირიძე
***
კვლევა მომზადდა „ღია საზოგადოების ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ” ფარგლებში.