2013 წელს საქართველოში დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა სახელმწიფოებრიობის აღდგენის (1991 წელი) შემდეგ პირველი არ არის. ყველა წინამორბედ რეფორმას, მიუხედავად განსხვავებებისა, აერთიანებდა ის, რომ ისინი არასრული და ურთიერთწინააღდეგობრივი იყვნენ,
ამასთან ცალკეულ წარმატებებს ხშირად სტაგნაცია ან უკანდახევის პერიოდი მოსდევდა.
ამჟამადაც ანალოგიური სურათი იკვეთება. 2013-2015 წლებში განხორციელდა რიგი ცვლილება თვითმმართველობების ტერიტორიული ორგანიზების (ახალი ერთეულების შექმნა), სტრუქტურის ცვლის (მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევითობა), ფისკალური დეცენტრალიზაციის (გადასახადების ნაწილის ადგილზე გადაცემა) და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდის მიმართულებით. 2015 წლის ბოლოდან კი უკუპროცესი აღინიშნება – ცენტრი ცდილობს კვლავ გააძლიეროს კონტროლი ადგილობრივ დონეზე (სახანძრო უსაფრთხოების უფლებამოსილების ცენტრალიზაცია (2015), `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის” გაუქმება (2016), ცენტრის მიერ ადგილებზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება – კადრების შერჩევისას კონტროლის გაძლიერება წინასაარჩევნო პერიოდში (2016), თვითმმართველი ქალაქების გაუქმება (2017), ადგილობრივი მნიშვნელობის პროგრამების განსახორციელებლად საჭირო რესურსების ცენტრალიზება). უკან დახევა ნათლად ჩანს 2014-2015 და 2016-2017 წლებში მიმდინარე
პროცესების ურთიერთშედარებისას:
2017 წლიდან ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ წინა წლების ყველა რეფორმა მცდარი გზით ან არასრულად მიდიოდა და რომ ახლა იგეგმება რეალური დეცენტრალიზაცია. 2018 წელს პარლამენტი და მთავრობა ერთობლივად აკეთებენ განცხადებას, რომ:
კონკრეტული ქმედებების გეგმის წარმოდგენას ხელისუფლება 2018 წლის შუახანებისთვის აპირებს, თუმცა უკვე დაანონსდა, რომ რეალური ცვლილებების განხორციელება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში – 2025 წლისათვის – დაიწყება.
ავტორები:
დავით ლოსაბერიძე; ირაკლი კახიძე; ანა ქათამიძე
საქართველოში ადგილობრივი დე… by on Scribd