სოციოლოგიური კვლევა სწავლობს მოსახლეობის განწყობას დემოკრატიული მდგომარეობის შესახებ, იკვლევს მოქალაქეების ნდობას სახელმწიფო უწყებების და პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საკითხების შესახებ.
2018 წლის 16-27 ნოემბერში თბილისსა და რეგიონებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის პროცესში ფორმულირებული შეკითხვების მეშვეობით პირველად მოხდა მოსახლეობის განწყობის კვლევა რიგი საკითხების შესახებ, რაც მანამდე უცნობი და სრულიად ახალი ინფორმაციაა მოსახლეობის განწყობის შესახებ ზოგიერთ თემაზე.
საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA (ინთერნეშენალ აიდია) ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
მოსახლეობის გამოკითხვის დღეს წარმოდგენილი შედეგები საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების დიდი კვლევის ნაწილია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ გამოკითხვის გარდა, საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობა შეფასება დაეყრდნობა წინასწარ განსაზღვრული კითხვარის და 10-მდე ფოკუს ჯგუფის შედეგებს და სხვა წყაროებს. შეფასების ინსტრუმენტი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მართლმსაჯულება, მოქალაქეობა, სამოქალაქო და სოციალური უფლებები, მედია, პოლიტიკური პარტიები, მთავრობისა და პარლამენტის მუშაობა.
IDEA-ს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების ანგარიში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს მომზადებული; საქართველოში კი ასეთი ანგარიში პირველად მზადდება. ამ ანგარიშზე 15-მდე ავტორი გამოცდილი ექსპერტი მუშაობს.
ელიტური კორუფცია
განწყობა პოლიტიკური პარტიებისა და სისტემის მიმართ
განწყობა რელიგიური გაერთიანებების მიმართ
განათლება
ჯანდაცვა
შრომა
ნახეთ გამოკითხვის შედეგები CRRC research
სოციოლოგიური კვლევა საქართვ… by on Scribd
მიგნებები ძირითადი 6 თემა.docx
სოციოლოგიური კვლევა საქართვ… by on Scribd
მედია ამ თემაზე
ტვ აჭარა. საინფორმაციო გამოშვება. ვრცლად კვლევის შედეგების პრეზენტაციის შესახებ. ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობის წარმომადგენლების შეფასებები.
ტვ პირველი. გადაცემა “რეაქცია”-ში კვლევის შედეგებზე დარყდნობით დისკუსია გაიმართა. გადაცემის თემაა კორუფცია.
რუსთავი 2. კურიერი- “კორუფცია დაბრუნდა”
მაესტრო, საინფორმაციო გამოშვება