ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ქეთი ხუციშვილის პირდაპირი ჩართვა ტელეკომპანია პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში”.
გადაცემაში საუბარია ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში კავკასიური რესურსების კვლევითი ცენტრი (CRRC) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის შედეგად 1786 რესპონდენტი გამოიკითხა.
გამოკითხვის მიზანი იყო მოსახლეობის განწყობის შესწავლა სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საკითხების მიმართ. მოსახლეობის გამოკითხვის 3 აპრილს გამოქვეყნებული შედეგები საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების მოცულობითი კვლევის ნაწილია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება.
ამ კვლევის ფარგლებში პირველად მოხდა მოსახლეობის განწყობის კვლევა რიგი საკითხების შესახებ, რაც მანამდე უცნობი და სრულიად ახალი ინფორმაციაა მოსახლეობის განწყობის შესახებ ზოგიერთ თემაზე. ასეთია, მაგალითად ელიტური კორუფცია.
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 55%-ზე მეტის აზრით, საქართველოში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მნიშვნელოვანი პრობლემებს მოგვარებას შეძლებს. ამავე გამოკითხვის ფარგლებში ვხედავთ, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (თითქმის 70%) არ სჯერა თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერების. საგანგაშაოა ასევე ის, რომ, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის მეხუთედს ფული საკვებზეც კი არ ყოფნის.