პანკისის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

22.04.2019

21 აპრილის დილას, პანკისის ხეობაში დაგეგმილი  „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლების მიზნით ხეობაში ინვესტორის კომპანიის მანქანა გამოჩნდა. ჰესის მშენებლობის განახლების საკითხს ადგილზე მოსახლეობა პროტესტით შეხვდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პანკისის ხეობაში მობილიზებული იქნა დიდი მასშტაბის საპოლიციო ძალა, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც პროტესტის მიზნით შეკრებილი მოსახლეობის მიმართ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები.

დღის განმავლობაში პანკისის სათემო რადიო უწყვეტად გადმოსცემა ინფორმაციას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ და იყო ერთერთი პირველი და ალტერნატიული წყარო დანარჩენი მედიისა და მოსახლეობისთვის.

გარემოს დაცვის საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები პანკისში არსებულ ვითარებას გამოეხმაურნენ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საპასუხოდ  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამოაქვეყნა შეფასება ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის სანებართვო დოკუმენტაციაში არსებულ ხარვეზების შესახებ.

რას ამბობენ ადგილობრივები ჰესების მშენებლობის შესახებ. ინტერვიუები მოსახლეობასთან შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე.

გარემოს დაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” ჰესების მშენელობასთან არსებულ დარღვევებზე ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში საუბრობდა.