წყარო: რადიო “თავისუფლება”
მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე დაასრულა თბილისში, ჭავჭავაძის 5-ში, მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი ორი მუშის საქმის შესწავლა. ოქმებს გაეცნო ღია საზოგადოების ფონდის პროექტის იურისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ოქმები ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, რამ გამოიწვია ორი მუშის გარდაცვალება. მისი აზრით, ჭავჭავაძის 5-ის შემთხვევამ აჩვენა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესშიც შეიძლება სწორად არ იყოს გათვლილი რისკები.
ანანო ცინცაბაძის ბლოგი ამავე თემაზე “რა აჩვენა „ლეჩკომბინატის“ მშენებლობაზე მუშების დაღუპვამ შრომის უსაფრთხოების პრევენციულ სისტემაზე”.