2 მაისს, ღია საზოგადოების ფონდში ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტის იოთამ თოლუბის და ღია საზოგადოების ფონდების წარმომადგენლის ლუ ჰანის შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. ამავე დღეს, სტუმრები სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. ვიზიტის მიზანია საქართველოს დახმარება ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების და ძლიერი სამართლებრივი ქმედუნარიანობის ინსტიტუტი შექმნის პროცესში.
ამ პროცესს წინ უძღვოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილება, რამაც საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე არსებითად შეცვალა ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, არსებითი გამოწვევები რჩება როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ დონეზე, რაც არაერთხელ გამხდარა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საგანი.
რას ნიშნავს ქმედუნარიანობა და რას ითვალისწინებს პროექტი?
ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის-2020 წლამდე განხორციელდება პროექტი, რომელიც ქმედუნარიანობის ინსტიტუტის დანერგვას შეუწყობს ხელს.
პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
მომავალში, ტერმინ ქმედუუნაროს ნაცვლად სამოქალაქო კოდექსში შემოდის ცნება, „ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი (მხარდამჭერის მიმღები). ქმედუნარიანობის გაძლიერება „ქმედუუნაროდ“ მიჩნეული პირისთვის მხარდამჭერის მიმაგრებას გულისხმობს, რის შემდეგად „ქმედუუნარო“ პირი ქმედუნარიანად მიიჩნევა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, ფსიქო-სოციალური ფაქტორების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შესაძლოა სასამართლომ დაუნიშნოს „მხარდაჭერის მიმღები“ პირი რომელიც მას დაეხმარება უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირად მიჩნევა მოხდება ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, რომელიც არ დაეფუძნება მხოლოდ სამედიცინო მოდელს და მასში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს სოციალური შეფასების სისტემაც.
ინდივიდუალური შეფასებისა და სოციალური მოდელის ასახვის მიზნით, ექსპერტიზის დასკვნას გასცემს მულტიდისციპლინარული გუნდი.
###
ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით, პროექტს ახორციელებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ (GIP–Tbilisi). პროექტის განმახორციელებელი ძირითადი ჯგუფის გარდა მასში ჩართულია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაცია.