ჟურნალისტების მიმართვა საქართველოს მთავრობას, შს მინისტრს და დიპლომატიურ კორპუსს

21.06.2019

წყარო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს მთავრობას,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს

ჟურნალისტების მიმართვა

21 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი თქმით, სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ მაშინაც კი, როდესაც თვალსაჩინო იყო, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები იყვნენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

დაზარალდნენ მედიის შემდეგი წარმომადგენლები:

  • გურამ მურადოვი – ფოტოგრაფი, civil.ge – 11 ტყვია აქვს მოხვედრილი ზურგში;
  • თამარ ბაღაშვილი – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
  • გიორგი სულაშვილი – რუსთავი 2, დაცვის წევრი – დაკარგა თვალი, აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
  • ტატო გურგენიძე – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
  • ლევან მელიქიძე – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
  • თაზო თხილიშვილი – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
  • თეონა ცხომელიძე – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – ბარძაყში ესროლეს რეზინის ტყვია;
  • ქეთა ციცქიშვილი – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – მიიღო ფეხის მსუბუქი დაზიანება;
  • ბესლან კმუზოვი – ჟურნალისტი, კავკაზსკი უზელი – მოხვდა რეზინის ტყვია სახის არეში;
  • მაკა ანთიძე – როიტერის ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში – მოხვდა აგურის ნატეხი ზურგში, დაზიანებული აქვს ნეკნი;
  • დავით ახალაძე – ოპერატორი, ტვ პირველი – რეზინის ტყვია მოხვდა ცხვირში და მიიღო სხეულის დაზიანება.
  • ზურაბ კოკაია – ოპერატორი, ტვ პირველი – რეზინის 2 ტყვია მოხვდა ლოყაზე და მუცელში;
  • ქეთევან გრიგორაშვილი – ჟურნალისტი, ტვ პირველი – პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში, ჟურნალისტი აირით მოწამვლის გამო, 2-ჯერ მოხვდა რეანომობილში.
  • ალექსი მეგრელიშვილი – ჟურნალისტი, ტვ პირველი – სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა ხელში ე.წ. „დუბინკა“.
  • ლიკა უროტაძე – ჟურნალისტი, ტვ პირველი – რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ფეხზე მიიღო დაზიანება.
  • დავით ყაჯრიშვილი – მძღოლი, ტვ პირველი – საფეთქელთან მოხვდა რეზინის ტყვია;
  • ანა ვახტანგაძე – ჟურნალისტი, on.ge – ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
  • გელა ბოჩიკაშვილი – ჟურნალისტი, on.ge – მკერდში მოხვდა რეზინის რამდენიმე ტყვია;
  • გვანცა ნემსაძე – ჟურნალისტი, on.ge – ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
  • დათო ქოქოშვილი – ჟურნალიტი, ნეტგაზეთი – კისერში მოხვდა რეზინის ტყვია;
  • გიორგი დიასამიძე – ჟურნალისტი, ნეტგაზეთი – ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებმა;
  • ნიკა მუხიგულიშვილი – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – სამართალდამცავებმა სცემეს და დააკავეს გადაღების დროს;
  • გიორგი პაჭიკაშვილი – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
  • გიორგი ოსაძე – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
  • კახა ჯონჯუა – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
  • ლიკა ალელიშვილი – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება მიიღო ფეხის არეში;
  • მარი ნიკურაძე – ჟურნალისტი, OC Media – მოხვდა რეზინის ტყვია;
  • გიორგი ჭუმბურიძე – ოპერატორი, რადიო თავისუფლება – რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
  • ილია სამურგანიდი – ოპერატორი, რადიო თავისუფლება – რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
  • თორნიკე კოშკაძე – ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი – რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში;
  • ეკა აბაშიძე – ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი – რეზინის ტყვია მოხვდა ხელში;
  • გიორგი ხუხია – ჟურნალისტი, მაესტრო- რეზინის ტყვიის შედეგად მიიღო დაზიანება.
  • ნინო ხოზრევანიძე – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო – მოხვდა რეზინის ტყვიები წელისა და ფეხის არეში
  • კოტე გრიგალაშვილი – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო- მოხვდა სამი რეზინის ტყვია

მოვითხოვთიმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში;

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე.