კონკურსები პატენტრწმუნებულის და ექსპერტის შესარჩევად ღია საზოგადოების ფონდის პროექტში

დასრულებული

ღია საზოგადოების ფონდის პროექტის „TRIPS ის მოქნილი რეგულაციების გამოყენება აივ ინფექციის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში“ ფარგლებში ვაცხადებთ კონკურსს:

  • პატენტრწმუნებული, რომელიც მოამზადებს პატენტოპოზიციებს/სარჩელებს და განახორციელებს წარმომადგენლობას შესაბამის უწყებებში.
  • ექსპერტი, რომელიც განახორციელებს აივ ინფექციის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის სამკურნალო პრიორიტეტული მედიკამენტების იდენტიფიცირებას, მოახდენს საპატენტო ბარიერების/სტატუსის შეფასებას, განახორციელებს შესაბამის კვლევას და ჩართვება საპატენტო ოპოზიციების/სარჩელების მომზადებისა და წარდგენის პროცესში.

პროექტის მიზანია აივ ინფექციის, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესება და ფინანსური დანაზოგის შექმნა TRIPS–ის მოქნილი რეგულაციების სტრატეგიული მექანიზმების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში განხორციელდებული აქტივობები მიმართული იქნება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ, ძირითადი ფოკუსით ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

სამუშაოს დეტალური აღწერა ნახეთ ინგლისურ ენაზე.

პატენტრწმუნებული

ექსპერტი.