პოლიტიკის ცნობარი უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ

09.12.2019

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა პოლიტიკური ცნობარების სერიიდან “საცხოვრისის პოლიტიკა საქართველოში” რიგით მეორე დოკუმენტია, რომელიც  საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მზადდება. პოლიტიკური ცნობარის სამიზნე გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, რომელთა პასუხისმგებლობაა სოციალური პოლიტიკის დაგეგმვაა. დოკუმენტი ასევე საინტერესოა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის. პირველი დოკუმენტი ეხებოდა საცხოვრისის მუნიციპალურ სერვისებს საქართველოში.

წლების მანძილზე, უსახლკარობა არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში. დღემდე არ არსებობს უსახლკაროთა ოფიციალური სტატისტიკა და სახელმწიფო სტრატეგია, რაც ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობის პრობლემას გადაწყვეტს.

ღია საზოგადოების ფონდის ეგიდით ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უსახლკარობასთან ბრძოლის სისტემური ხედვის არარსებობის პირობებში, საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები სუსტ და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. 2019 წლის მაისში, ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისგან საცხოვრისის სერვისებისა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. პოლიტიკური ცნობარები ამ და სხვა, საერთაშორისო პუბლიკაციებში მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მზადდება.

წაიკითხეთ დოკუმენტი.

ნახეთ კვლევები ამ თემაზე:

უსახლკარობა

უფლება სათანადო საცხოვრებელზე