უსახლკაროდ

17.12.2019

უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები. შვილების და ოჯახის წევრების მკურნალობის ან სხვა იძულებითი გარემოებით აღებული სესხისთვის უზრუნველყოფილი ერთადერთი და დაკარგული საცხოვრებელი. ავარიულ შენობებში, სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში და ყოფილ მორგში შესახლებული მოქალაქეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შესაფერის ადგილზე მოხვდნენ, რადგან ცოცხლები მაინც არ არიან.

წლების მანძილზე, უსახლკარობა არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში. დღემდე არ არსებობს უსახლკაროთა ოფიციალური სტატისტიკა და სახელმწიფო სტრატეგია, რაც ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობის პრობლემას გადაწყვეტს.

ფილმი მოამზადა “ინდიგომ”, ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით და დაფინანსებით.

ღია საზოგადოების ფონდის ეგიდით ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უსახლკარობასთან ბრძოლის სისტემური ხედვის არარსებობის პირობებში, საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები სუსტ და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. 2019 წლის მაისში, ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისგან საცხოვრისის სერვისებისა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. პოლიტიკური ცნობარები ამ და სხვა, საერთაშორისო პუბლიკაციებში მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მზადდება.

ნახეთ პოლიტიკის ცნობარები უსახლკარობის თემაზე

ნახეთ კვლევები ამ თემაზე:

უსახლკარობა

უფლება სათანადო საცხოვრებელზე