წინამდებარე ანგარიშის ამოცანაა საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე შევაფასოთ შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ასევე, გამოვავლინოთ შშმ პირებთან დაკავშირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებისა და პროგრამების ხარვეზები, მათი გაუმჯობესების შესაძლებლობები და შევთავაზოთ კონკრეტული რეკომენდაციები.
ბუნებრივია, ცენტრალურ დონეზე და ზოგადად ქვეყანაში არსებულ კონტექსტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადგილობრივ დონეზე არსებულ ვითარებაზე, თუმცა ამ გავლენების დეტალური ანალიზი სცილდება კვლევის ამოცანებს. აღნიშნული ანგარიშით, ჩვენ არ ვეხებით ქვეყანაში ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის რესურსების განაწილებისა და დეცენტრალიზაციის იურიდიულ და ფინანსურ ასპექტებს და მის პერსპექტივებს. ჩვენი მიზანია ამჟამინდელი ვითარების აღწერა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გაუმჯობესების შესაძლებლობების წარმოჩენა არსებული მარეგულირებელი და ფინანსური ჩარჩოს ფარგლებში.
პროექტის განხორციელების სამიზნედ შერჩეულ იქნა მოსახლეობის რაოდენობით თანაზომადი, მაგრამ გეოგრაფიულად დაშორებული 2 მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში (თელავი და გურჯაანი) და ორი მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში (ოზურგეთი და ხელვაჩაური). ერთიც ეკონომიკურად შედარებით უფრო ძლიერი მუნიციპალიტეტი- ბათუმი. ვფიქრობთ, ვიწრო შერჩევის პირობებში, აღნიშნული მუნიციპალიტეტების შესწავლა იძლევა საქართველოს მუნიციპალიტეტების დონეზე ზოგადი სურათის დანახვის შესაძლებლობას.
დოკუმენტი მოიცავს სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დაფინანსებული დახმარებების, მომსახურებების და პროგრამების აღწერას, მათ მოცულობას, შშმ პირთა მოცვას, აღწერს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ჩართულობას, აანალიზებს მათ ეფექტიანობას და გაუმჯობესების შესაძლებლობებს. აღნიშნულის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნები და შემოთავაზებულია კონკრეტული რეკომენდაციები.
დოკუმენტზე მუშაობის პროცესში განხორციელდა შესაბამისი მარეგულირებელი აქტებისა და დოკუმენტების შესწავლა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოპოვებული იქნა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ოფიციალური მიმართვების საფუძველზე. ინფორმაციების მოწოდების პროცესი იყო საკმაოდ ღია და მოთხოვნილი ინფორმაციები ძირითადად მოწოდებულ იქნა დროულად. ინფორმაციების ნაწილი მოპოვებული იქნა მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-გვერდებიდან. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებული შესაბამისი ინფორმაციები მწირია, ხშირ შემთხვევაში მოძველებული, არ არის მოქალაქეებისათვის გამოყენებადი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ვებ-გვერდების არსებობას მეტწილად ფორმალური ვალდებულებითი ხასიათი აქვს. გამონაკლისია ქ. ბათუმის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელიც სხვებთან შედარებით მეტად ინფორმატიულია.
გარდა აღნიშნულისა, ინფორმაციის მიღების მიზნით, თითოეულ მუნიციპალიტეტში გაიმართა ორი შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერების, მათი მოადგილეების და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურების დონეზე. ასევე, გაიმართა ცალკე შეხვედრები ადგილობრივი შშმ საბჭოების წევრებთან თელავსა და გურჯაანში. შეხვედრების მიზანი იყო ანგარიშის მომზადების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, ობიექტური და მაქსიმალური ინფორმაციების მოპოვება და საბოლოოდ, საფუძვლიანი და გამოყენებადი რეკომენდაციების შემუშავება. აღსანიშნავია ხუთივე მუნიციპალიტეტში ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და დაინტერესების მაღალი ხარისხი, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის მიერ.
ანგარიშზე მუშაობისას განხორციელდა:
ბიუჯეტის განაწილება რეგიონე… by OSGF on Scribd
[1] http://ombudsman.ge/geo/190308061623angarishebi. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.http://ombudsman.ge/res/docs/2019041016430674237.pdf