ინტელექტული საკუთრება და ადამიანის უფლებები – ჰარმონიზაცია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად
22.10.2019
2018 წლის სექტემბრიდან, ღია საზოგადოების ფონდი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ITPC-ის ხარდაჭერით ახორციელებს საერთაშორისო პროექტს: „TRIPS–ის მოქნილი რეგულაციების გამოყენება აივ ინფექციის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში“.
ღია საზოგადოების ფონდმა პროექტის ფარგლებში უკვე განახორციელა და მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად.
16-17 ოქტომბერს, თბილისი რუმსში, ჩატარდა შეხვედრა რომელიც მიეძღვნა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებს ინტელექტუალური საკუთრებისა და ადამიანის უფლებების ჰარმონიზაციის გზით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უკრაინელმა ექსპერტებმა, სახალხო დამცველის ოფისის, სათემო ორგანიზაციების, პაციენტთა და სხვადასხვა ქსელის წარმომადგენლებმა.