24 დეკემბერს, სამშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში (ჭოველიძის 10) გაიმართება კვლევის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს რეგიონებში 2014-2018 წლებში მიმდინარე ინფრასტურუქტურულ პროექტებს ეხება. საქართველოს მასშტაბით 16 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებზე 180 მილიონი ლარი დაიხარჯა.
შესწავლილი ოცდაათი პროექტიდან ყველა პრობლემურია. შესწავლის შედეგად ვლინდება ხარვეზები ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესში, კანონდარღვევები და სავარაუდო კორუფციული გარიგებები.
შესწავლიალია: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა.
კვლევა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტმა“ და TSpress.ge-მა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარეს. კვლევის მიმდინარეობის პროცესში ეტაპობრივად გამოქვეყნდა 17 ჟურნალისტური გამოძიების შედეგი.
###
საკონტაქტო პირი პრესისთვის: ელისო ჯანაშია, TS Press, 555 141 157 ელ.ფოსტა: ejanashia@gmail.com
ღონისძიება ფეისბუქის გვერდზე.