22 იანვარს “ველფეარ ფაუნდეიშენის” და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით სასტუმრო “რუმსში” ჩატარდა შეხვედრა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.
ამავე თემაზე:
“წლების განმავლობაში მიზანმიმართულად თუ არასწორი პოლიტიკის შედეგად მოხდა ისე, რომ პირველადი ჯანდაცვა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს“- რადიო თავისუფლება, დილი გადაცემის სტუმარია “ველფეარ ფაუნდეიშენის” დირექტორი სიმონ გაბრიჭიძე.