„სახელმწიფოს, რომელსაც ათასობით ადამიანი გამომწყვდეული ჰყავს სტაციონარში, უნდა რცხვენოდეს“ – ფსიქიატრიის რეფორმატორები ახალ მიდგომებზე საუბრობენ

11.02.2020
წყარო:კომერსანტ.ჯი
ავტორი: მარიამ მორგოშია

10 წლის წინ საქართველომ ფსიქიატრიული ჯანმრთელობის სფეროში რეფორმები დაიწყო: დაიხურა ფსიქიატრიული კლინიკები და შეიქმნა ამბულატორიული სერვისები. პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლამ რეფორმა შეაყოვნა. ვინ დგას ახლა საქართველოში ცვლილებების მიღმა და როგორ ცხოვრობენ ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები საქართველოში?- ამის შესახებ რუსულმა kommersant-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. მასალაში მიმოხილულია სფეროში მოღვაწე სპეციალისტების მოსაზრებები, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და პოლიტიკა მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებთან მიმართებაში.

„ფსიქნევროლოგიური ინტერნატი – ეს საბჭოთა მემკვიდრეობაა და მათი მოდერნიზირება შეუძლებელია“ – ახალგაზრდა ქართველი ექიმი გიორგი გელეიშვილი ქართული ფსიქიატრიის ერთერთ რეფორმატორად მიიჩნევა.  კოლეგებთან ერთად მან შექმნა სერვისი, რომელიც  ფსიქიატრიული დაავადებების მქონე ადამიანებს ეხმარება 24/7-ზე და მომსახურებას შინ მისვლით ახორციელებს. გელიაშვილის ბრიგადა დღე-ღამის მანძილზე ყველაზე მძიმე პაციენტებს ეხმარება. საქართველოში 26 ასეთი  ბრიგადაა, რომელიც როგორც არაკომერციული ორგანიზაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით შეიქმნა. გიორგი გელეიშვილის ორგანიზაციის – „ცოდნა, დაფუძნებული პრაქტიკაზე“  – ოფისი მეოცე საუკუნის მრავალსართულიან ნაგებობაშია. სამოთახიანი ბინა სარეაბილიტაციო ცენტრის დანიშნულებას ასრულებს,  სადაც პაციენტებს მიმდებარე უბნებიდან უნდა მივიდნენ და დღის რაღაც ნაწილი ერთმანეთთან კომუნიკაციაში გაატარონ.

„საქართველოში არ არის ფსიქონევროლოგიური ინტერნატი, მაგრამ არის 40-60 ადამიანზე გათვლილი სოციალური პანსიონატი. აქ  ადამიანების რაოდენობა მცირდება, რადგან იქმნება საერთო საცხოვრებლები მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. თუ მათ ადრე არაკომერციული ორგანიზაციები აშენებდნენ, ახლა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება“ – ამბობს გელეიშვილი. „ჯერჯერობით 25 ასეთი სახლი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, თუმცა, 2020 წლისთვის მათი რიცხვი 58-მდე უნდა გაიზარდოს. ასეთ სახლებში ძირითადად ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ თავის მოვლა, რადგან მუდმივად სჭირდებათ დახმარება ყოველდღიურ და სამედიცინო საკითხებში. არის პაციენტების კატეგორია, რომელთაც შეძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება, თუმცა, დაავადების გამო მუდმივი კონტროლი სჭირდებათ.  ბევრს უნდა ოჯახურ გარემოში ცხოვრება, დაავადებამ კი მათ ამის უფლება არ უნდა წაართვას. – ამბობს გელეიშვილი.

დამამშვიდებელი მკურნალობის მეთოდი (Модель ассертивного лечения) გიორგი  გელიაშვილმა ბალტიმორიდან 2011 წელს ჩამოიტანა. ასეთი სერვისი განკუთვნილია ადამიანებისთვის რომელთა დაავადება რეციდივით ხასიათდება, მისი მკურნალობა ამბულატორიულად ხდება მულტიდისციპლინარული ბრიგადის მიერ მედიკამენტოზურად და ფსიქოლოგიური ღონისძიებებით.

აშშ-ში ეს მოდელი 1970-იან წლებში დაინერგა. სპეციალისტები მიხვდნენ, რომ აუცილებელია სერვისი, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანს გაწერის შემდეგ 24-საათიან რეჟიმში.

გიორგი გელეიშვილის ორგანიზაცია  2013 წელს თბილისში დაარსდა და 12 სპეციალისტს აერთიანებს, რომელთა შორის 2 ფსიქიატრია, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, თერაპევტი, მედდები. ასევე ჯგუფში შედიან უმცროსი ექიმი და ადამიანი, რომელსაც ფსიქიატრიული დიაგნოზი აქვს, თუმცა გაიარა მკურნალობა და უკვე სხვებს ეხმარება გამოჯანმრთელებაში.

„მაგალითად, პაციენტი უარს ამბობს წამლის დალევაზე. ყოფილი პაციენტი, რომელიც დასაქმებულია ამ სისტემაში, საკუთარ მაგალითზე აჩვენებს მას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წამლის დალევა. ის ამბობს „მეც ვიწექი ფსიქიატრიულში, ვიღებ წამლებს, ასევე ვმუშაობ და ადამიანების გარემოცვაში ვარ“  – ამის შემდეგ პაციენტი ხედავს, რომ მისი ცხოვრებაც შეიძლება დალაგდეს. ეს ძალიან ეფექტური მეთოდიაა.“ – ამბობს გელეიშვილი

დამამშვიდებელი მკურნალობის მოდელში ერთიანდებიან 18 წელს გადაცილებული, შიზოფრენიით დაავადებული,  ასევე ბიპოლარული დარღვევების მქონე და ორგანული ფსიქოზით დაავადებული პაციენტები.

„არიან პაციენტები, რომელთანაც ყოველდღე გავდივართ და ზოგჯერ დღეში 3-ჯერაც კი. ჩვენი მიზანია არ დავუშავთ პაციენტის სტაციონარულ დაწესებულებაში მოხვედრა. თუმცა, როცა ვხედავთ სუციდის საშიშროებას  ან პაციენტი გარეშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ ჩვენ პირველები ვიძახებთ გადაუდებელ დახმარებას.“

სტაციონარილ დაწესებულებაში პაციენტის ყოფნის პერიოდი ორი დღიდან 3 კვირამდე პერიოდს მოიცავს. შეიძლება ეს ხანგრძლივიც იყოს , მაგალითად, ერთიდან ოთხ თვემდე, მაგრამ შეიძლება რეგულარული და მრავალჯერადი შემთხვევებიც ხდებოდეს.

თუ ბოლო 12 თვის მანძილზე პაციენტი მინიმუმ 3-ჯერ იყო ჰოსპიტალიზებული  ან 5 თვეზე დიდხანს მკურნალობდა, რომელიმე სტაციონარულ დაწესებულებაში, ასეთ პაციენტს შეუძლია გელეიშვილის ბრიგადის მომსახურების სისტემაში მოხვდეს, და მიიღოს ფსიქიატრიული სერვისები  სახლში.

„ამერიკაში ამ სერვისში ჩასართავად საკმარისია ორჯერ იყოს პაციენტი ჰოსპიტალიზირებული თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ 3 ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გაგვეცა ეს მომსახურება, რათა დაგვემტკიცებინა ხელისუფლებისთვის, რომ ასეთი სერვისი სტაციონარზე ძვირი არ ღირს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ პაციენტი წელიწადში 3-ჯერ მოხვდება სტაციონარში, მის მკურნალობაზე დაიხარჯება იმდენივე, რამდენიც მის 24-საათან სერვისში სახლის პირობებში. ფაქტობრივად, ეს არის სტაციონარი სახლში.“ – აღნიშნა გელეიშვილმა.

არაკომერციული ორგანიზაცია „ცოდნა დაფუძნებული პრაქტიკაზე“ ამ ეტაპზე 100-ამდე პაციენტს ემსახურება. ფსიქიატრი ხსნის, რომ 12 თანამშრომლისთვის ეს ოპტიმალური დატვირთვაა და ამ ეტაპზე მეტის მიღება არ შეიძლება, რათა სისტემის ეფექტურობა არ დაირღვეს.

„ჩვენი პაციენტების უმეტესობას 4 სტაციონარული მკურნალობა ჰქონდა წელიწადში. 90 მათგანს ჯამში 360 ჰოსპიტალიზაცია ჰქონდა გამოვლილი. თუმცა, ახლა ეს მაჩვენებელი 20-მდე შემცირდა.  ჩვენი სერვისი ერთ პაციენტზე იმდენივე ღირს, რამდენიც 4 ჰოსპიტალიზაცია წელიწადში. თუმცა ეს უფრო ჰუმანურია.

თუ ადამიანი მუდმივად სტაციონარშია, არ მუშაობს და სახელმწიფო ხარჯავს მასზე რესურსებს, უხდის პენსიას.  თუმცა, თუ ის რესოციალიზებულია, დაიწყო მუშაობა , სწავლობს  – ბუნებრივია  უფრო ნაკლები თანხები სჭირდება მის შენახვას.  როცა პაციენტი თავს უკეთ გრძნობს, მისი ოჯახის წევრებიც უკეთ არიან, მუშაობა შეუძლიათ და ოჯახში ბევრად ჯანსაღი გარემო იქმნება. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოქალაქეებზე, უპასუხოს თანამედროვე სტანდარტებს. სახელმწიფოს, რომელიც არ ავითარებს ახალ მეთოდებს და ათასობით ადამიანი გამომწყვდეული ჰყავს, უნდა რცხვენოდეს.“ – აღნიშნავს ფსიქიატრი.

ამ მეთოდის მკურნალობის ქვეშ მოქცეული პაციენტები ყველაზე მძიმე პაციენტებად მიიჩნევიან, რადგან მხოლოდ 15 პროცენტი ახერხებს სამსახურის დაწყებას. მათგან 15 პროცენტს კრიმინალური წარსული აქვს.

„ამერიკაში ასეთი პაციენტებისთვის სპეციალური მობილური ჯგუფები ქმნება. ჩვენთან არ არის ასეთი ჯგუფი მაგრამ იმედი მაქვს დროთა განმავლობაში ამის შესაძლებლობაც იქნება. არის შემთხვევები, როცა ჩვენს თანამშრომლებს საფრთხე ემუქრებათ, ამიტომ მარტო არასდროს  ვაკითხავთ პაციენტებს. 2019 წლის ბოლოს საქართველოში 26 დღის მობილური ფსიქიატრიული ბრიგადა შეიქმნა,  ყველა მათგანი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება და 1000-ამდე პაციენტს აერთიანებს. 2020 წლისთვის იქნება 31 მობილური ჯგუფი – ექსპერტული გათვლებით ქვეყანას სწორედ ამდენი სჭირდება.“

გელეიშვილი მიიჩნევს რომ აუცილებელია საქართველოში მეტი დღის ცენტრი გაიხსნას პაციენტებისთვის, რათა მათ ერთამნეთთან კომუნიკაცია შეეძლოთ.

საქართველოში 1995 წლიდან მუშაობს სახელმწიფო პროგრამა ფსიქიატიული პაციენტებისთვის – 2020 წელს ის ფსიქიატრიულ კრიზისული ინტერვენციის 4 სამსახურს დააფინანსებს,  ასევე 31 მობილურ ჯგუფს,  21 ამბულატორიას და 20 პროფილურ კაბინეტს.

ფსიქიატრიის რეფორმატორები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმკურნალოს და შესაბამისი დახმარება მიიღოს სახლის პირობებში.

ჟურნალისტი ცნობილ ფსიქიატრს მანანა შარაშიძესაც გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ სფეროში აუცილებელია დიდი რეფორმა და სპეციალური მობილური ჯგუფები.

„სისტემა რომელიც დღეს არსებობს, ხელს უწყობს პაციენტების ინვალიდიზაციას, თუმცა სისტემა,რომელსაც ვავითარებთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, მიმართულია, რომ ადამიანმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს , სამსახური იპოვოს, დაცული სამუშაო გარემო ჰქონდეს, სარგებელი მოიტანოს და არ იწვეს მთელი დღე საწოლში.“ – ამბობს ფსიქიატრი.

მანანა შარაშიძე აღნიშნავს, რომ ფსიქიატრიული სტაციონარი ესაა ინსტიტუცია, სადაც შეუძლებელია ვინმემ თავი კარგად იგრძნოს. მისივე თქმით, დღეს საქართველოში რამდენიმე დიდი ფსიქიატრიული სტაციონარია, სადაც არის ცუდი პირობები და ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები.

2018 წელს სახალხლო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გამოაქვეყნა მოხსენება ფსიქიატრიულ დაწესევულებებში პაციენტების მდგომარეობის შესახებ სურამის საავადმყოფოში,  რომელსაც  „ადამიანური ღირსების დაკნინება“ უწოდა.  ამასთანავე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საავადმყოფოს ფოტოები. 2019 წლის თებერვალში საავადმყოფოში, რომელიც 70 ადგილზეა გათვლილი, ჩატარდა კაპიტალური რემონტი და 210 ათასი ლარი დაიხარჯა.

ბევრი ფსიქიატრი ასეთ განვითრებას არაფეფექტურად მიიჩნევს დარგის გაუმჯობესებისთვის.

„საავადმყოფოებში მრავალპროფილური ფსიქიატრიული განყოფილებები უნდა გაიხსნას, ისე როგორც ეს მთელს მსოფლიოში ხდება.  თუ სტაციონარულ დაწესებულებებს გავაქრობთ, მძიმე ავდმყოფები საერთო პროფილის ასეთ საავადმყოფოებში იმკურნალებენ. ფსიქიატრია არ უნდა იყოს იზოლირებული მედიცინის სხვა დარგებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება სტიგმა ექიმი ფსიქიატრების მიმართაც და ასევე პაციენტების მიმართაც, რომლებიც ასეთ საავადმყოფოებში მკურნალობდნენ.“ – ამბობს მანანა შარაშიძე.

2009 წელს თბილისში, ასათიანის ქუჩაზე ყველაზე დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფო დაიხურა, რომელიც  საბჭოთა ფსიქიატრიის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.  შენობა გაიყიდა და ეს ჟესტი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის  რეფორმას გამოხატავდა. 2011 წელს სამ დიდ საავადმყოფოში ფსიქიატრიული განყოფილებები გაიხსნა, თითოეული მათგანი 30 ადგილზეა გათვლილი. ფსიქიატრი-რეფორმატორები მიიჩნევენ, რომ ასე უნდა მოხდეს ყველა სტაციონარის შემთხვევაში ქვეყანაში. მათი აზრით, ასეთი სისტემა მომგებიანია როგორც საავადმყოფოში, ასევე პაციენტისთვის, რომელთა მკურნალობა სწორად და სწრაფად შეიძლება.

 „საქართველოში 25 საერთო საცხოვრებელია შექმნილი, რომელიც 5-6 ადამიანზეა გათვლილი.  სახლები ყველაზე კარგი საშუალებაა, რადგან პაციენტები თავს ისე გრძნობენ როგორც ოჯახში. ასევე არის 24 ადგილიანი სახლები – ასეთი მოდელი ხელსუფლებას უფრო მოსწონს რადგან იაფია, დემოკრატია იაფი ვერ ეღირება.“ – აღნიშნავს ფსიქიატრი.

პედიატრი და აქტივისტი თინათინ ცომაია მიიჩნევს, რომ აუცილებელია სტუდენტებმა და ჟურნალისტებმა ფსიქიკურ და მენტალურ დარღვბევებთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია მიიღონ. „ჩვენ ყველამ გამოვიარეთ საბჭოთა კავშირი, ვცხოვრობდით პრინციპით, რომ „თუ ადამიანს ვერ განვკურნავთ უნდა დავმალოთ“, მაგრამ თუ ღია საზოგადოებას ქმნი, ის ღია უნდა იყოს ყველა მისი წევრისთვის. ეს ეხება პოლიტიკასაც და სოციალურ დაცვასაც. არ შეიძლება დემოკრატია ააშენო თუ ადამიანები დახურულ ინსტიტუტებში ცხოვრობენ.“ – ამბობს თინათინ ცომაია.