მსოფლიო პანდემიის ახალი COVID19 -ის აღმოფხვრის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების შედეგად საქართველოში ასიათასობით ფორმალურად თუ არაფორმალურად დასაქმებული მოქალაქე სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა ან მკვეთრად შეუმცირდა შემოსავალი. შესაბამისად, ისინი ვეღარ ახერხებენ ვადამოსული სასესხო ვალდებულებების შესრულებას.
4 მაისიდან, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფი #დააპაუზეუფასოდ ორი თვის განმავლობაში ასეთ ფიზიკურ პირებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.
მომსახურება ითვალისწინებს სამართლებრივ კონსულტაციას და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და ელექტრონულად მიწოდებას.
უფასო იურიდიული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ შემოსავლის /სამსახურის გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლით დარჩენილ ფიზიკურ პირებს თბილისის მასშტაბით, რომლებსაც გააჩნიათ ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან/და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების მიმართ.
ზემოხსენებული უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვამრთოთ: