სამოქალაქო ინიციატივები კრიზისის დროს

06.05.2020

მოქალაქეთა ერთიანობის და სამოქალაქო ინიციატივების დამსახურებით კრიზისის დაძლევის ბევრი მაგალითია ჩვენს ქვეყანაში.

დღეს, სამოქალაქო აქტივიზმის ერთერთ წარმატებული, წნორში დაფუძნებული ცოდნის კაფე/Knowlidge Cafe შესახებ გვინდა მოგიყვეთ, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის და სხვა შემომწირველების მხარდაჭერით რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს წნორში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში:

  • ახალგაზრდების ონლაინ სწავლების ხელშეწყობა
  • ადგილობრივი ფერმერების დახმარება პროდუქტების რეალიზაციისათვის
  • ხანდაზმულების დახმარება

თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ არაჩვეულებრივ საქმეში და ცოდნის კაფეს განვითარებისთვის ერთი აგურის დადებით, ბევრ ადამიანს დაეხმაროთ.

ანგარიში: #GE66TB7218536080100009

საუბრობენ: ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდი, ნანა ბაგალიშვილი და ქეთი მოლაშვილი “ცოდნის კაფე”-დან