მედია პროექტი 15 რეგიონულ ტელეარხთან ერთად

21.05.2020

COVID 19-ის შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, 15 აპრილიდან ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოში მაუწყებელ 15 რეგიონულ ტელეარხთან და JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ერთად მასშტაბური პროექტი დაიწყო.

ყოველ დღე, თითოეულ არხზე ადგილობრივი მოსახლეობა პირდაპირ ეთერში იღებს ინფორმაციას პანდემიის შესახებ. მოქალაქეები იღებენ პასუხებს არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან, ექიმებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისგან, მასწავლებლებისა თუ სამართალდამცავებისგან.

ყოველ დღე ეკრანზე ჩნდებიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები და ორგანიზაციები კრიზისთან გამკლავების სხვადასხვა ინიციატივებით, იქნება ეს დისტანციურ სწავლებას მოწყვეტილი მოსწავლეების დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა კრიტიკული საკითხი.

დღევანდელი ჩართვაში ამ პერიოდში მიღებული გამოცდილების შესახებ ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელთან ხატია ჯინჯიხაძესთან ერთად გვიყვებიან სულხან მესხიძე TV 25 -დან და თამთა დოლიძე ტელეკომპანია “გურიაtv”/tv company – guriatv.