1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მნიშვნელოვანია ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და ყველა იმ ცვლილების შესახებ, რაც მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არის აუცილებელი.
პრეზენტაციაში მიმოხილულია 2019 წლის განმავლობაში ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ძირითადი სირთულეები და ბავშვების ძალადობისგან დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები. დისკუსიის ფარგლებში განვიხილავთ, როგორ ასრულებს სახელმწიფო ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების დაცვა.