ონლაინ განათლება და არსებული გამოწვევები

18.06.2020

პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლება უალტერნატივო გზა აღმოჩნდა საგანმანათლებლო პროცესის გასაგრძელებლად. საქართველოში და მეტად განვითარებულ ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსწავლეთა ჩართულობა ონლაინ სასწავლო პროცესში, რაც უმეტეს შემთხვევაში, განპირობებულია დისტანციური სწავლებისთვის სათანადო პირობების არქონით. მოსწავლეებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და არც საჭირო ტექნიკური მოწყობილობები გააჩნიათ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას.
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი პროექტ Charte • ჩართე

ერთ-ერთი დონორი ორგანიზაციაა. “ჩართე” მოქალაქეებისა და ორგანიზაციების შემოწირულობებით არსებობს და შემოსული თანხა მთლიანად იხარჯება რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველ მოსწავლეების ინტერნეტითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფაზე. პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა „ჩართეს“ საქმიანობა.

პირდაპირ ეთერში ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელთან ქეთი ხუციშვილთან ერთად საუბრობენ “ჩართეს” წარმომადგენელი მარიამ მჭედლიშვილი და ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორიის, უნილაბის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი.