15 აგვისტოს, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ღია სივრცეში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ,,რბილი გზა’’ და ,,სითეთრეში ჩაძირულები’’ ჩვენება.
,,რბილი გზა’’ პანკისელი ახალგაზრდა ძიუდოისტების შესახებ გვიყვება.
,,სითეთრეში ჩაძირულები’’ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებს გვაჩვენებს.
დოკუმენტური ფილმები შექმნილია ,,ღია საზოგადოების ფონდი’’ ს მხარდაჭერით. ღონისძიებაზე დადასწრებად პანკისის ხეობიდან და მაღალმთიანი აჭარიდან ჩვენი ფონდის ორგანიზებით მოწვეული იყვნენ ფილმის პერსონაჟები. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოდერატორმა მანანა ბეგიაშვილმა ახალგაზრდებთან ერთად ისაუბრა ფილმში დასმული პრობლების შესახებ. თუ როგორ შეუძლია ადამიანის ძლიერ სურვილს შეცვალოს საკუთარი თავი და გარემო.