13 ოქტომბერს ხუთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო საკუთარი ხედვა 2020-2024 წლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ღონისძიება ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრეს, რომელიც საგარეო პოლიტიკას, კონკრეტულად კი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება. შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ პარტიებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია მომდევნო ოთხი წლის მანძილზე და იმსჯელეს, თუ რა ეტაპების გავლა იქნება საჭირო და რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე, როგორ და რა დროში ხედავენ პარტიები ამ ეტაპებს და როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მომზადება ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის გასაკეთებლად.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ
ღონისძიების ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ აქ: ღია საზოგადოების ფონდის ფეისბუქის გვერდი.
მედია ამ თემაზე:
ინტერპრესნიუს.ჯი -“ქართული ოცნება”, “ნაცმოძრაობა”, “ლელო”, “ევროპული საქართველო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდება, 13.10.2020;