21 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ორგანიზებით და ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, ჩატარდა 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკურ ნაწილის წარდგენა და დისკუსია.
შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია, ლელო საქართველოსთვის და სტრატეგია აღმაშენებელი, ლიდერებმა წარადგინეს ეკონომიკური განვითარების წინასაარჩევნო ხედვები.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის მხარდაჭერა და გაძლიერება წინასაარჩევნო პერიოდში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას.
დისკუსიის პირდაპირი ეთერი.