ღია საზოგადოების ორი პარტნიორი ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომი“, ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ.
აღნიშნული ორგანიზაციები, საექსპერტო წრეები და აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მაღალსართულიანი სასტუმროს ბულვარში მშენებლობის გადაწყვეტილება, უკანონოა და გამოუწსორებელ ზიანს მიაყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ბათუმის ბულვარს. ბათუმის ბულვარის ხელყოფის პროცესის ცოცხალი მაგალითია ასევე სასტუმრო კომპლექსის, „რივიერას“ მშენებლობის გადაწყვეტილება, სადაც „ამბასადორის“ სასტუმროს მსგავსად, უგულებელყოფილია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საჯარო ინტერესი.
ღია საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს აქტივისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვიან ბათუმის ბულვარისა თუ, ძველი ბათუმის დასაცავად და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სასტუმრო „ამბასადორის“ მშენებლობა და სიღრმისეულად განიხილოს საექსპერტო ორგანიზაციების არგუმენტები.