პანდემიის პერიოდში უსახლკაროთა მიმართ გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება

05.03.2021

პანდემიის პერიოდში, დაავადების გავრცელების წინააღმდეგ, სახელმწიფოს წამყვანი რეკომენდაცია მოსახლეობის სახლში დარჩენაა. მიუხედავად ამისა, უსახლკარო ადამიანებმა ვერც ამ პერიოდში შეიძინეს გამოკვეთილი აქტუალობა და ადგილი სახელმწიფო სოციალურ სისტემაში. 2020 წლის მაისის თვეში, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი პროგრამა, რომლითაც შეიქმნა  პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ჯგუფების მიზნობრივი დახმარებები. გარდა ამისა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა, აღნიშნული პროგრამის მიღმა განსაზღვრეს ადგილობრივ უსახლკაროთა საჭიროებებზე საპასუხო ღონისძიებები.

წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს, შეაფასოს პანდემიის პერიოდში უსახლკარო პირთა მიმართ სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა და კორონავირუსის შედეგების შემსუბუქების ღონისძიებები.

მომზადებულია ღია საზოგადოების მიერ.