საქართველოს სასამართლო სისტემა მწვავე კრიზისში იმყოფება, რაც წლების განმავლობაში წარუმატებლად განხორციელებული, ფრაგმენტული და არათანმიმდევრული რეფორმებით არის გამოწვეული. დროთა განმავლობაში აშკარა გახდა, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა პოლიტიკური ნება ხელშესახები და თანმიმდევრული ცვლილებების მოსატანად, რასაც მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების “კლანის” გაძლიერება მოჰყვა. დღესდღეობით სასამართლო სისტემა კლანის ინტერესებს ემსახურება, რამაც, საბოლოოდ, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოებრივი ნდობის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, ხოლო სასამართლო პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცია.
სასამართლო სისტემა საჭიროებს კომპლექსურ და სრულყოფილ რეფორმას. კონცეფციის მიზანია მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალიზაციის, არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლების, შიდა დემოკრატიული პროცესების წახალისებისა და უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა. რეფორმის შედეგად მოხდება იმ ინსტიტუციური თუ ფუნქციური პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც აფერხებენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და მოსამართლის მიერ პროფესიული უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად განხორციელებას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება
პრობლემურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დაკომპლექტების წესი. არსებული წესი არ იძლევა უმცირესობაში მყოფი მოსამართლეების ინტერესების იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში ასახვის შესაძლებლობას, რაც ლეგიტიმაციის მინიმალურ სტანდარტზე მიუთითებს და მართლმსაჯულების სისტემაში ერთი ჯგუფის მეორე ჯგუფზე დომინირების, გავლენის სფეროების ცენტრალიზაციას იწვევს.
სათათბირო დემოკრატიის გაძლიერებითა და კონსენსუსზე ორიენტირებული პროცედურების იმპლემენტაციის გზით უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ფარგლები. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პროცესში ფუნქციური დატვირთვა უნდა მიენიჭოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უმცირესობის ინტერესებს, პარლამენტის კვოტით არამოსამართლე წევრების არჩევის შემთხვევაში კი ოპოზიციის როლი უნდა გაიზარდოს.
რეფორმის შედეგად:
უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნა
2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თანამდებობაზე უვადოდ განაწესა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 14 კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში აშკარად გამოვლინდა თითოეული კანდიდატის კომპეტენტურობასთან, კეთილსინდისიერებასთან თუ ღირებულებით სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, საქართველოს პარლამენტმა არ გაუწია ანგარიში სამოქალაქო სექტორის თუ საერთაშორისო საზოგადოების (ეუთო/ოდირის მკვეთრად კრიტიკული დასკვნა) აქტიური მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებსა თუ დასკვნებს, და მხარი დაუჭირა მათ თანამდებობაზე უვადოდ განწესებას.
ხარვეზიანია და მოწესრიგებას საჭიროებს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცედურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.
რეფორმის შედეგად:
მოსამართლეთა ინდივიდუალური, ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა
მოსამართლის მიერ საკუთარი პროფესიული უფლებამოსილებების ეფექტიანად და ხარისხიანად განხორციელება დიდწილად არის დამოკიდებული სასამართლო აპარატის იმ მოხელეებზეც, რომელთა ფუნქციებიც პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოები განხორციელებასთან. მოქმედი კანონმდებლობით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში საკონკურსო კომისია, ხოლო უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაზღვრავს მოსამართლის თანაშემწისა და სხდომის მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა დანიშვნის საკითხს. საკონკურსო კომისიას სრული დისკრეციის ფარგლებში აკომპლექტებს სასამართლოს თავმჯდომარე. გამომდინარე იქიდან, რომ პირველიდა მეორე ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეები ე.წ. კლანის წევრებთან დაახლოებულ პირებად მოიაზრებიან, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საკონკურსო კომისია, სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ხელში, დამატებითი ბერკეტია, მოსამართლის დამოუკიდებლობაზე გავლენის მოსახდენად. ამასთან მოსამართლის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს არამხოლოდ მისი ავტონომიის უზრუნველყმყოფი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა, არამედ მოსამართლის საქმიანობის, მისი წახალისების თუ დაწინაურების მომწესრიგებელი ნორმების ბუნდოვანი ხასიათი და პრაქტიკა.
რეფორმის შედეგად:
სასამართლოს ჩაკეტილობა, ახალინაკადის შედინება და მოსამართლეთადანიშვნა
დღესდღეობით ქართული მართლმსაჯულების სისტემაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სისტემის ჩაკეტილობა რჩება. ვინაიდან სისტემაში, ახალი კვალიფიციური კადრების შედინება და მოსამართლეთა რაოდენობის ზრდა, პირდაპირ კავშირშია სასამართლოს შიგნით გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლების შემცირებასთან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მეშვეობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მკაცრად აკონტროლებს ახალი კადრების მართლმსაჯულების სისტემაში შედინების პროცესს და ქმნის მნიშვნელოვან ბარიერებს. დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია გადაიხედოს უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი სკოლის ფორმირების მექანიზმი, ისე, რომ მაქსიმალურად შესუსტდეს საბჭოს ძალაუფლება ახალი ადამიანების მოსამართლეთა პროფესიაში შესვლის კონტროლზე.
ამასთან მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია დაწესდეს ცხადი და არადისკრიმინაციული მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად გაართულებს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.
ამასთან მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნისპროცესის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელიადაწესდეს ცხადი და არადისკრიმინაციულიმექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად გაართულებსსუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებისშესაძლებლობას.
რეფორმის შედეგად:
გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობა და სასამართლოს აპარატის შრომის ანაზღაურება
სასამრთლოს თავმჯდომარეები
მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობისუზრუნველსაყოფად და სასამართლო სისტემისინსტიტუციური გაჯანსაღებისთვის, აუცილებელიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში არსებულიძალაუფლების დეცენტრალიზაცია. სასამართლოსთავმჯდომარის ინსტიტუტი მართლმსაჯულებისსისტემის ორგანიზაციული მოწყობის ვერტიკალურისქემის ძირითადი ბირთვია. მოქმედიკანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭონიშნავს პირველი და მეორე ინსტანციისსასამართლოების თავმჯდომარეებს, სასამართლოსთავმჯდომარეები კი აღჭურვილნი არიან რიგიორგანიზაციული და ფუნქციურიუფლებამოსილებებით, რომლებიც პირდაპირ აისახებამოსამართლის მიერ საკუთარი პროფესიულიუფლებამოსილებების განხორციელებაზე.
რეფორმის შედეგად:
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირება დამოკიდებულია მასში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხარისხზე და სახალხო ლეგიტიმაციის კომპონენტზე. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სახალხო ლეგიტიმაციის იდეის ისტორიულად და დოქტრინალურად განმტკიცებული გამოხატულება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია. საქართველოს კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს იმ კატეგორიის ბრალდებებზე, რომლებიც პირდაპირ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსში.
რეფორმის შედეგად:
საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ღია საზოგადოების ფონდი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისინსტიტუტი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისსაერთაშორისო საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ცენტრი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის