თბილისის ერთადერთი ჭალა და უდიდესი საჯარო სივრცე ქალაქის ყველაზე მასშტაბური ეკოდანაშაულის ეპიცენტრია.
18 მარტს დიღმის ჭალების საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა კვლევა, რომელიც აღწერს, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია დიღმის ჭალები თბილისისთვის, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს და როგორ შეიძლება ეკოლოგიური კრიზისის დაძლევა. კვლევა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.