კვლევის “მოზრდილთა პალიატიური მზრუნველობის სერვისების შეფასება” მიზანია მოზრდილთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შეფასება საქართველოში.
კვლევა აღწერს პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე მოქალაქეთა რაოდენობას, სერვისების ჩამონათვალს, თუ რა სახის დახმარების მიღებაა შესაძლებელი და სად, მოიცავს დეტალურ ინფორმაციას პალიატიური სერვისის მიმწოდებელთა შესახებ. ამასთან, კვლევა ეხება სახელმწიფოს წვლილს ზრდასრულთა პალიატიური მზრუნველობის სერვისისთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ.
კვლევაზე მუშაობდნენ: როდამი გოგოხია; ფატი ძოწენიძე; ნინო კიკნაძე; ნინო მირზიკაშვილი